შაბათი, აპრილი 19, 2025
6.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარილარის კურსილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 26-29 აგვისტოს...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 26-29 აგვისტოს პერიოდისთვის

25 აგვისტოს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 26 აგვისტოდან 4 დღის განმავლობაში.

აგვისტოს შუა პერიოდამდე ლარის კურსი არასტაბილურობითა და ცვალებადობით გამოირჩეოდა, თუმცა ბოლო კვირაში სახეზე იყო მეტ-ნაკლები სტაბილურობა გაუფასურების ნიშნებით, რაც აშშ დოლართან მიმართებაშიც გამოკვეთილად აისახა. იხ. მონაცემები წინა 4 ვაჭრობის შედეგად დადგენილი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

22 აგვისტო – 2.6192;
23 აგვისტო – 2.6215;
24 აგვისტო – 2.6334;
25 აგვისტო – 2.6387.

წინა 3 ვაჭრობაზე გაუფასურების შემდეგ, ლარი ბოლო ვაჭრობაზე საგრძნობლად გამყარდა, 0.0088 ლარით და 1 აშშ დოლარი 26 აგვისტოდან 4 დღის განმავლობაში ეღირება 2.6299 ლარი.

ანალოგიური სიტუაცია იყო ევროსთან მიმართებაშიც. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

22 აგვისტო – 2.8547;
23 აგვისტო – 2.8543;
24 აგვისტო – 2.8462;
25 აგვისტო – 2.8640.

წინა ვაჭრობაზე გაუფასურების შემდეგ ევროსთან მიმართებაში ლარი ბოლო ვაჭრობაზე უკვე მნიშვნელოვნად გამყარდა, 0.0240 ლარით და 26 აგვისტოდან 4 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.8400 ლარი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი გამყარდა პრაქტიკულად ყველა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, რიგ ვალუტასთან მიმართებაში კი საგრძნობლადაც. კერძოდ, დაფიქსირდა კონკრეტული კურსი, შესაბამისი სხვაობით წინა ვაჭრობისას დადგენილ კურსთან მიმართებაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.3131 ლარი (გამყარდა 0.0341 ლარით)
1 თურქული ლირა – 0.0995 ლარი (გაუფასურდა 0.0026 ლარით)
10 უკრაინული გრივნა – 0.7121 (გამყარდა 0.0024 ლარით)
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5495 ლარი (გამყარდა 0.00051 ლარით)
1000 სომხური დრამი – 6.8127 ლარი (გამყარდა 0.0198 ლარით)
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.9700 ლარი (გამყარდა 0.0285 ლარით)
10 ჩინური იუანი – 3.6079 ლარი (გამყარდა 0.0172 ლარით)
100 ინდური რუპია – 3.1818 ლარი (გამყარდა 0.0136 ლარით)
10 ისრაელის შეკელი – 6.9389 ლარი (გამყარდა 0.0573 ლარით)
100 იაპონური იენი – 1.8009 ლარი (გამყარდა 0.0136 ლარით)

აგვისტოს დასაწყისში ლარის კურსის დინამიური გამყარების ტენდენცია დაფიქსირდა რუსულ რუბლთან მიმართებაში, რასაც გაუფასურება მოჰყვა და შემდგომ უკვე დასტაბილურდა. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

22 აგვისტო – 2.7788;
23 აგვისტო – 2.7801;
24 აგვისტო – 2.7815;
25 აგვისტო – 2.7898.

ბოლო ვაჭრობაზე ლარი გამყარდა, 0.0169 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 26 აგვისტოდან 4 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 2.7729 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დროა ყველას და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი! დროა ჩვენი ფლანგი გაერთიანდეს და საბოლოო გამარჯვება...

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, ლაშა დიაროვი სოციალურ ქსელში...

“ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება მარტო მიშა სააკაშვილის განაჩენი არ არის, ეს არის ქართველი ხალხისთვის გამოტანილი...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“არა, თეა, ანწუხელიძე პიარისთვის არ მომკვდარა, ბარბარე რაფალიანცი დაიხრჩო პიარისთვის” – შოთა უტიაშვილი

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ საზოგადოებრივ არხზე დაფიქსირებულ...