spot_img
მთავარიარჩევნები"ის, რასაც დღეს გვთავაზობს ოცნება, აბსოლუტურად სხვა მიზანს...

“ის, რასაც დღეს გვთავაზობს ოცნება, აბსოლუტურად სხვა მიზანს ემსახურება – არჩევნების გაყალბებას” – ნიკა გვარამია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით კელი დეგნანის პოზიციაზე

საქართველოში ჩატარებულ და ჩასატარებელ არჩევნებთან დაკავშირებით კელი დეგნანის პოზიციას ეხმაურება მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია:

კელი დეგნანის განცხადება ელექტრონული კენჭისყრის რისკებზე აბსოლუტურად ზუსტია. მეტიც, ამ სისტემას ბევრად უფრო მძიმე რისკებიც ახლავს თან.

ელექტრონულად ხმის მიცემას თუ რამე მიმართულებით ჩავატარებთ, ეს, პირველ რიგში, უნდა იყოს შესაძლებლობა ყველა ემიგრანტისთვის მისცეს ხმა მისთვის სასურველ პარტიას უსაფრთხო ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

ის, რასაც დღეს გვთავაზობს ოცნება, აბსოლუტურად სხვა მიზანს ემსახურება – არჩევნების გაყალბებას.

დეტალურად სექტემბერში“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა გვარამია.

ინფორმაციისთვის: კელი დეგნანმა, “რადიო თავისუფლებასთან” ერთგვარ გამოსამშვიდობებელ ინტერვიუში, ისაუბრა ბოლო 2 არჩევნებთან დაკავშირებით და აღნიშნა: “არავის განუცხადებია, რომ 2020 წლის არჩევნები სამართლიანი იყო და არც 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებზე უთქვამს ვინმეს, რომ სამართლიანი იყო. ეს სამწუხაროა და იმედი მაქვს, რომ 2024-ის არჩევნები უკეთესი იქნება” და ამასთან ყოფილმა ელჩმა აღნიშნა, რომ 2021 წელს ჩატარებულ ელექტრონული არჩევნებიც იყო ხარვეზები – “ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ვნახეთ, როცა უბნების 10%-ზე იყო ელექტრონული ხმის მიცემა, იყო გარკვეული პრობლემები, მართალია, უფრო ტექნიკური და არა რაიმე სხვა სახის, მაგრამ ამან შეიძლება მთელი პროცესი შეანელოს, როცა ელექტრონულად ხმის მიცემა მოხდება მთელი ქვეყანის მასშტაბით“.

ამასთან ყოფილი ელჩი ამომრჩევლებსაც მიმართავს: “ვფიქრობ, ჩემი რჩევა უფრო ამომრჩევლებისთვის იქნებოდა განკუთვნილი: გამოდით და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში. უზრუნველჰყავით, რომ თქვენი ხმა იყოს გაგონილი და თქვენი არჩევანი – დათვლილი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

თბილისში ახალი კულტურული სივრცე “სკენე” იხსნება

თბილისში, „ქარვასლას“ შენობაში ღვინის ქართული თეატრი „სკენე“ 17 აპრილს...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ოპოზიცია! ემზადეთ შემოდგომაზე ჩანიშნული არჩევნებისთვის…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს მმართველი გუნდის მიერ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

18-20 აპრილის ამინდის პროგნოზი – საქართველოში ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის...