spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგიანადირობის სეზონი 2023 წლის 19 აგვისტოს გაიხსნება

ნადირობის სეზონი 2023 წლის 19 აგვისტოს გაიხსნება

ნადირობის სეზონი ,,ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ბრძანების (N95 27/12/2013 წ.) შესაბამისად, 2023 წლის 19 აგვისტოს გაიხსნება.

ნადირობის სეზონზე დაშვებული იქნება ნადირობა შემდეგი სახეობის გადამფრენ ფრინველებზე: ჩიბუხა, მწყერი, ქედანი, გარეული მტრედი, გულიო/გვიძინი, საყელოიანი გვრიტი, ღალღა, ჩიბუხელა/გარშნეპი. უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავებულია ამ სახეობებზე ნადირობის ვადა, მუნიციპალიტეტების მიხედვით, კერძოდ:

• ახალქალაქის, ახალციხის, ასპინძის, ნინოწმინდის, წალკის, დმანისის, დუშეთის და თიანეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე ზემოაღნიშნულ ფრინველთა სახეობებზე ნადირობის სეზონი დაიწყება აგვისტოს მეოთხე შაბათს – 26 აგვისტოს;
• საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, ამავე სახეობების ფრინველთა სახეობებზე ნადირობის სეზონის დაიწყება აგვისტოს მესამე შაბათს – 19 აგვისტოს.
ფრინველთა პოპულაციების დაცვის მიზნით, ცვლილებები შევიდა სანადიროდ დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა ჩამონათვალში, კერძოდ: ნადირობის ობიექტთა ნუსხიდან ამოღებულია წითელთავა ყვინთია (Aythya ferina), ხოლო ჩვეულებრივი გვრიტის (Streptopelia turtur) ნაცვლად ნადირობის ობიექტად განისაზღვრა საყელოიანი გვრიტი (Streptopelia decaocto).
ნადირობა აკრძალულია:
• საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ასევე სახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიან და ეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიან ზონებში; სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ფართობებზე; ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე.
• ყველა სხვა იარაღით, რომელიც მითითებული არ არის „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლში, კერძოდ: სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი), სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა), სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი), სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი; სანადირო პნევმატური იარაღი.

ნადირობა შესაძლებელია გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გაცემის წლის აგვისტოს მესამე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე.

მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033.
სახაზინო კოდების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/34079

ინფორმაციას ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

🦅 დურაჯი (Francolinus francolinus)

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო მასალა. ამჯერად წარმოდგენილია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...