ორშაბათი, ივნისი 30, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებიბათუმი ავარიული სახლების გარეშე პროგრამის ფარგლებში ახალი საცხოვრებელი...

ბათუმი ავარიული სახლების გარეშე პროგრამის ფარგლებში ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა მიმდინარეობს, აქტიურ ფაზაშია ქუჩების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები

ბათუმი ავარიული სახლების გარეშე პროგრამის ფარგლებში ახალი, მრავალბინიანი სახლების მშენებლობას და მიმდინარე მასშტაბურ საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად გაეცნო.

ბათუმში ვარშანიძისა და ხახულის ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 15 ხიდის, საყრდენი კედლების, სანიაღვრე არხის, ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობა. პროექტის ღირებულება 31 მლნ ლარს შეადგენს.

თორნიკე რიჟვაძე ადგილზე გაეცნო ბათუმი ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე ახალი,182 ბინაზე გათვლილი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას.

პროგრამა 2022 წელს ამოქმედდა და მიზნად ისახავს ავარიული სახლების თანამედროვე, უსაფრთხო საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლებას. პროგრამის ფარგლებში ბათუმში 10 ლოკაციაზე მიმდინარეობს ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა, ასევე 11 მისამართზე განხორციელდა გამაგრება-რეაბილიტაციის სამუშაოები.

,,ბათუმში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტთან ერთად, ჩვენ აქტიურად ავამოქმედეთ მართლაც, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროგრამა – ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე”. ამ მიმართულებით სრულად არის მობილიზებული საბიუჯეტო რესურსი. შემდეგი 2 წლის განმავლობაში 3000-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება ახალი, თანამედროვე საცხოვრისით.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ბათუმში გრძელდება ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ახალი გზების მშენებლობა, არსებული გზების რეაბილიტაცია. მისასალმებელია, რომ ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ხახულის ქუჩის რეაბილიტაცია, რომელიც წლების გამავლობაში იყო მოუწესრიგებელი“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

პროგრამა ბათუმი ავარიული სახლების გარეშე ითვალისწინებს 300-მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას და 3000-ზე მეტი ოჯახისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნას.

ბათუმში მიმდინარე პროექტებს საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატები და ბათუმის საკრებულოს ხელმძღვანელი პირები გაეცნენ.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

უზბეკი ტუროპერატორები აჭარას სტუმრობენ

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს უზბეკი ტუროპერატორები ეცნობიან. ისინი რეგიონს აჭარის...

“გამომყევი აჭარაში” კამპანიაში ჩასართველად რეგისტრაცია მიმდინარეობს

შიდა ტურიზმის სტიმულირების სარეკლამო კამპანია „გამომყევი აჭარაში“ ჩასართველად რეგისტრაცია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

მიხეილ სააკაშვილი: “ევროპამ საბოლოოდ გაიღვიძა!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური შეფასებები გეოპოლიტიკურ სიახლეებზე: "კატასტროფული...

“ტირანების და დიქტატორების დრო მიდის წარსულში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ორგანიზატორებმა გვითხარით, სეირნობას აპირებთ თუ განგრძობად აქციას?” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე საქართველოს მე-5 პრეზიდენტ,...