პარასკევი, მარტი 14, 2025
12.5 C
Tbilisi
spot_img
მთავარიაქტუალური თემებისპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება მირზა სუბელიანის მიერ თვითმკლელობის...

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება მირზა სუბელიანის მიერ თვითმკლელობის მცდელობის ფაქტზე

როგორც ცნობილი გახდა ა.წ. 15 ოქტომბერს სუიციდის მცდელობას ჰქონდა ბრალდებულ მირზა სუბელიანს. ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სპეციალური პენიტენციური სამსახური:

სპეციალური პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ გუშინ საღამოს, 2018 წლის 15 ოქტომბერს, ბრალდებულ მირზა სუბელიანის მხრიდან ადგილი ჰქონდა სუიციდის მცდელობას, რაც დროულად იქნა აღკვეთილი სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ. 

გუშინ საღამოსვე, მოცემულ ფაქტზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით.

ღამის განმავლობაში პატიმარს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ხოლო დღეს დილით მას კონსულტაცია გაუწიეს ფსიქოლოგმა და ფსიქიატრმა. 

ბრალდებული იყო და არის სულიერად აღელვებული, მაგრამ ის იმყოფება სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობის ქვეშ და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ გავრცელდა პენიტენციალურ დაწესებულებაში გაკეთებული ფარული ჩანაწერი, სადაც ბრალდებულ მირზა სუბელიანთან ერთად საუბრობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი ჯაფარიძე და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომელი დავით ცუხიშვილი.

აღნიშნულ ფარულ ჩანაწერში მირზა სუბელიანი დეტალურად საუბრობს კონკრეტულ საქმეებზე, რომელთა მოგვარებაშიც იყო იგი ჩართული. გარდა ამისა ბრალდებული საუბრის დროს ყვება იმის შესახებაც, თუ როგორი მძიმე შეცდომები იქნა დაშვებული ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში. გაჟღერდა სხვა უმძიმესი სკანდალური ფაქტებიც. სუბელიანი ასევე აღნიშნავდა, რომ მას შესთავაზეს საკუთარი ნებით ციხეში ჩაჯდომა და ეს უნდა გაეკეთებინა “სახელმწიფოს გადასარჩენად”, რასაც საუბრის დროს არაერთხელ იმეორებს.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბრავო, გიორგი ვაშაძე❗ დიდია შენი წვლილი ამ რეზოლუციის მიღებაში, სადაც ერთ-ერთი პუნქტი მიხეილ სააკაშვილის...

Alde-მ, საქართველოს შესახებ, ნიდერლანდების, გერმანიის და საქართველოს მიერ ინიცირებული...

“თვითმფრინავის ბიჭების” მბრალდებლებსაც და მოსამართლესაც ალბათ მართალი ეგონათ თავი, მაგრამ კი ვხედავთ ისტორიის ვინ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას,...

“ყველაზე დიდი უსამართლობა ამ ნათელი ბიჭების პატიმრობაა‼️” – ელისო კილაძე

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში,...