spot_img
მთავარისხვადასხვასს „თელასი“-ს 2023 წლის პირველი ნახევრის ოპერაციული მაჩვენებლები

სს „თელასი“-ს 2023 წლის პირველი ნახევრის ოპერაციული მაჩვენებლები

კომპანია „თელასმა“ 2023 წლის პირველი ნახევრის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

 

მაჩვენებელი 2023 წლის

6 თვე

2022 წლის

 6 თვე

+/-
ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე, კმ 6 763 6 513 +3,8%
ქსელში გაშვებული ელექტროენერგია, მლრდ კვტ*სთ 1,706 1,597 +6,8%
მომხმარებელთა რაოდენობა, ათას 738,5 714,8 +3,3%

 

2023 წლის პირველ ნახევარში კომპანია „თელასმა“ 1,706 მილიარდი კვტ*სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 6,8% (109 მილიონი კვტ*სთ-ით) აღემატება 2022 წლის ამავე  პერიოდში განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას. აღნიშნული მატება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა.

 

სს „თელასი“-ს აბონენტთა რაოდენობა 2023 წლის ივნისის თვის მდგომარეობით 2022 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 3,3%-ით (23,7 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 738,5 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 662,8 ათასი  – ფიზიკური პირია, ხოლო 75,7 ათასი – იურიდიური პირი.

 

2023 წლის ექვსი თვის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 6 763 კმ შეადგინა, რაც 3,8%-ით (250 კმ-ით) აღემატება 2022 წლის ექვსი თვის მაჩვენებელს (6 513 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციის და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...