ორშაბათი, აპრილი 21, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისაპროტესტო მოძრაობაჭიათურაში მაღაროელების საპროტესტო აქციები გრძელდება

ჭიათურაში მაღაროელების საპროტესტო აქციები გრძელდება

ჭიათურაში გრძელდება მაღაროელების საპროტესტო აქციები. ისინი შრომის შესაბამის ანაზღაურებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. პროსტეტი უკვე 12 დღეა გრძელდება. პირობებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზთან“ მიმდინარეობს.

პროტესტის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ მუშაობას არ გააგრძელებენ მანამ, სანამ მაღაროელების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პროტესტის მწვავე ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა.

,,აი, ეს შედეგი გამოიღო მოლაპარაკებებმა. აქციის მონაწილემ პირი ამოიკერა” – წერია ერთ-ერთი მაღაროელის ფეისბუქ გვერდზე.

,,ჩვენ უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს. ნუ ცდილობთ 100%-იან მოგებაზე გასვლას. იკმარეთ 50%. დანარჩენი დაუტოვეთ ხალხს, რაც ეკუთვნის“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზი/Georgian manganese” სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტებებს მაღაროელებთან მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ:

,,ჯორჯიან მანგანეზის მენეჯმენტსა და იმ თანამშრომლებს შორის, რომლებიც შეცვლილ სამუშაო პირობებს არ თანხმებიან, აქტიური მოლაპარაკებები გრძელდება.

კომპანია ყველა დასაქმებულს მუშაობის განახლებას და ხელფასის 100%-ით გადახდას სთავაზობს, ბონუსები და ბენეფიტები კი წარმოების განახლების შემდეგ, ეკონომიკური ეფექტიანობის მიხედვით განისაზღვრება.

იმ თანამშრომლებს, რომლებიც მუშაობაზე უარს იტყვიან და გაფიცვას განაგრძობენ, კომპანია მედიაციის დასრულებამდე სპეციალურ სამუშაო რეჟიმს 1-ელ აგვისტომდე გაუხანგრძლივებს და ხელფასის 60%-ს გადაუხდის.

ხელფასის მატება, კომპანიის წინადადებით, ხუთი პროცენტით განისაზღვრება” – ნათქვამია ,,ჯორჯიან მანგანეზის’’ განცხადებაში.

მაღაროელების მთავარი მოთხოვნები ასეთია:
1. 40%-იანი ხელფასის მატება;
2. 2023 წლის 1 თებერვლამდე არსებული გრაფიკის/გეგმის დაბრუნება;
3. ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადება, აქამდე დარიცხულის გასტუმრება;
4. დაზღვევის შეცვლა და პირობების გაუმჯობესება.

სულ 12 პუნქტისგან შედგება მოთხოვნები.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ტურბულენტობის ჟამს ზედაპირზე საზოგადოების ფსკერზე დალექილი ლექი და ჭუჭყი ამოტივტივდება, ასეთია სწორედ ეს აქაური...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქტივობებს მძიმე შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო...

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, ჩატარებულ კვლევაში, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით...

“ქოცები არიან დასუსტებულები და აჭრილ-აბნეულები” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...