spot_img
მთავარიგანსჯის საგანიკახა კალაძე: რეკრეაციულ სივრცეებში მოქალაქეები ხეებზე ძაღლებს ავარჯიშებენ...

კახა კალაძე: რეკრეაციულ სივრცეებში მოქალაქეები ხეებზე ძაღლებს ავარჯიშებენ და მცენარეებს აზიანებენ, რაც ძალიან სამწუხაროა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გახშირებული ვანდალიზმის ფაქტებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში გამოიკვეთა რეკრეაციულ სივრცეებში ხე-მცენარეების დაზიანების ფაქტები.

როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, არსებობს ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები ხეებზე ძაღლებს ავარჯიშებენ, რაც ხე-მცენარეების დაზიანებას იწვევს:

ვანდალიზმი ჩვენთვის უდიდესი გამოწვევაა. გვაქვს კონკრეტული სივრცეები, ახლად რეაბილიტირებული სკვერები, პარკები, განახლებული ინფრასტრუქტურა, რომელთა მიზანმიმართული დაზიანება ხდება. თუ აქამდე საუბარი იყო საპარკო ინფრასტრუქტურაზე, დღეს გვაქვს სრულიად ახალი რეალობა, რაც ძალიან სამწუხაროა.

ბოლო თვეებია ახალრეაბილიტირებულ სკვერებში ხდება ხეების დაზიანება, მათი მოპარვა. ჩვენ დავინტერესდით, თუ რატომ ზიანდება ხე-მცენარეები და გამოიკვეთა, რომ მოქალაქეები ახალდარგულ ხეებზე ძაღლებს ავარჯიშებენ. გვაქვს შესაბამისი ვიდეოკადრებიც. ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია მსგავსი დამოკიდებულება.

მძიმეა და გულდასაწყვეტი, რადგან ჩვენ გვინდა, რომ ამ ქალაქისთვის და აქ მცხოვრებლებისთვის ყველაფერი საუკეთესო გავაკეთოთ. ამაში იხარჯება თქვენივე თანხები, ჩვენ კი უბრალოდ მენეჯმენტს ვუწევთ ახალი პროექტების განხორციელებას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საზოგადოება უნდა გაერთიანდეს და ვანდალიზმის ფაქტებს ერთად შეებრძოლოს:

დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოება ერთად დავდგებით, ერთად შევებრძოლებით ვანდალიზმს და ამ უმსგავსო ფაქტებს. რეკრეაციულ სივრცეებს რომ ვაკეთებთ, იქ შინაური ცხოველებისთვის სპეციალურ ადგილებს გამოვყოფთ სასეირნოდ, სავარჯიშოდ, მაგრამ არ ვიცი, რატომ უნდა ავარჯიშო და გაწვრთნა ძაღლი ხე-მცენარეზე და ამით გამწვანება დააზიანო“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“26 მაისის და 9 აპრილის მონაპოვარი უბრალოდ გააუქმა ოლიგარქიულმა დიქტატურამ” – გია ჯაფარიძე

საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს ყოფილი დიპლომატი, ანალიტიკოსი,...

“ინვესტიციები VS ანაბარი: სად სჯობს დანაზოგის დაბანდება – ტრადიციულ საბანკო ანაბარში, თუ ამერიკული კომპანიების...

მას შემდეგ, რაც საქართველოში ინვესტიციები და კრიპტოაქტივები დაინერგა, სულ...

“წარმატებას ვუსურვებ ცოტნე ივანიშვილის კარგ წამოწყებას და იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი მომავალში კიდევ...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი პოზიტიური შეფასებებით ეხმიანება და მხარდაჭერას გამოხატავს...

“შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება ან კონკრეტული თანამდებობის თუ პოლიტიკური პირი, მაგრამ ასე გძულდეს შენი...

„შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება ან კონკრეტული თანამდებობის თუ პოლიტიკური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...