spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები8-18 ივნისს, თბილისში უკვე მეოთხედ ჩატარდება საერთაშორისო საფორტეპიანო...

8-18 ივნისს, თბილისში უკვე მეოთხედ ჩატარდება საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალი TBILISI PIANO FEST

თბილისის საფორტეპიანო ფესტივალი იწყება – თბილისის მერია შესაბამის ინფორმაციას ავრცელებს:

8-18 ივნისს, თბილისში უკვე მეოთხედ ჩატარდება საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალი TBILISI PIANO FEST, რომელიც 2019 წელს დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით დაფუძნდა.

ფესტივალი ტარდება კონსერვატორიის დიდ დარბაზსა და ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზებში, მასტერ-კლასები ეროვნულ სასახლეში, ხოლო ბოლო ორ დღეს, ორბელიანის მოედანზე, ღია ცის ქვეშ გაიმართება ეროვნული სიმფონიური ორკესტრის, დუდანა მაზმანიშვილის, ნიკოლოზ რაჭველის, მარიამ ბაწაშვილისა და ბერლინის შტაატსკაპელეს ორკესტრის იტალიელი დირიჟორის, ჯუზეპე მენტუჩას ერთობლივი კონცერტები.

ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია ცნობილი ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი, ხოლო წლევანდელ სტუმართა შორის არიან ცნობილი პიანისტები ნიუ იორკიდან, პარიზიდან, ციურიხიდან, მადრიდიდან, ბერლინიდან და, რა თქმა უნდა, ქართველი პიანისტები – ჰონენსის პრემიის გამარჯვებული ნიკოლოზ ნამორაძე და ლისტის კონკურსის გამარჯვებული მარიამ ბაწაშვილი. ასევე, ფესტივალში მონაწილეობას იღებს უკრაინული წარმოშობის გამოჩენილი პიანისტი კონსტანტინ ლიფშიცი.

ფესტივალი მსოფლიოს წამყვან მუსიკოსებსა და პედაგოგებს ყოველწლიურად აერთიანებს. ახალგაზრდა ნიჭიერ პიანისტებს კი საშუალება ეძლევათ, ინტერაქტიურ ფორმატშიც იყვნენ მასტერკლასების მონაწილეები და უშუალო, საფესტივალო გარემოში მიიღონ გამოცდილება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცებო, გამოეთრიეთ და თქვით რაზე ვაჭრობთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით” – ნინო ჯანგირაშვილი

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ცალკეული ექსპერტების მიერ გაკეთებულ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“ისეთი გააფთრებული თავდასხმებია ალიანსზე, გულწრფელი ვიქნები და წარმატების ისეთ მოლოდინს მიჩენს, აქამდე რომ არ...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას...

“მიშა ქართულ პოლიტიკაში არის ეპოქა, მოვლენა, რომელმაც შეუძლებელი შესაძლებლად აქცია” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

მიხეილ სააკაშვილი: “ნუ დაემსგავსებით მოროშკინას”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ოპონენტებისადმი: "მე ჩემი დღევანდელი...