spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ევროპული რეკომენდაციის ეს პუნქტი ჩვენ მეტწილად შევასრულეთ" -...

“ევროპული რეკომენდაციის ეს პუნქტი ჩვენ მეტწილად შევასრულეთ” – მამუკა მდინარაძე მართლმსაჯულების რეფორმაზე

პარტია ,,ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის პროცესთან დაკავშირებით:

,,მოლოდინი ამ საკითხთან დაკავშირებით მათი მხრიდან, ბუნებრივია, პოზიტიური ვერ მექნება. იქიდან გამომდინარე, რომ წინა შემთხვევაშიც მათ დააყენეს 3 და შემდეგ 2 კანდიდატი ულტიმატუმის სახით.

ფაქტიურად, მათი ულტიმატუმები გულისხმობს შემდეგს, თუ ჩვენ არ ავირჩევთ მათ წარმომადგენლებს, ისინი ასეთი ორგანოს არჩევაზე პრაქტიკულად უარს ამბობენ ხოლმე. მიუხედავად იმისა, ეს ევროპულ რეკომენდაციის შეესაბამება თუ არა; მიუხედავად იმისა, პირდაპირ ემსახურება თუ არა ვეროპული რეკომენდაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტის შესრულებას.

ევროპული რეკომენდაციის ეს პუნქტი ჩვენ მეტწილად შევასრულეთ. ძალიან კარგი იქნება, თუ ამ ყველაფერს ბოლომდე მივიყვანთ, მაგრამ რაც უკვე გაკეთდა, არის ძალიან კარგი.

ეს მათ ძალიან რომ ეწყინათ. როგორი ბულინგი მოახდინეს ერთმანეთის, რა გარჩევები ჰქონდათ საქმის ყველაზე უტიფარი მეთოდები, ამას, ალბათ, უკვე შევხედეთ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ

ინფორმაციისთვის: პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვაკანტური 5 ადგილიდან 3 არასამოსამართლე წევრი აირჩა, რაშიც პარლამენტის ხუთი ოპოზიციური დეპუტატის მხარდაჭერა მოხდა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

სემეკი: “სსე-ს წინასწარ უნდა გადაეანგარიშებინა რელეური დაცვისა და ავტომატიკის სისტემები”

საქართველოში, 2026 წლის 24 ივლისს ელექტროსისტემაში მომხდარ მასშტაბურ ავარიასთან...

“სასაცილოა და ღმერთო რა ბედნიერებაა, რომ მათი “ინტელექტუალური” ბჟუტური და ამით საკუთარი არარაობის კიდევ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” –...

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...