spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"თბილისის მუნიციპალიტეტი არ აპირებს სანქცირებულ კომპანიასთან თანამშრომლობას და...

“თბილისის მუნიციპალიტეტი არ აპირებს სანქცირებულ კომპანიასთან თანამშრომლობას და “მეტროვაგონმაშთან” დადებული ხელშეკრულება გაუქმდება” – თბილისის მერიის განცხადება

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს კომპანია „მეტროვაგონმაშთან“ დადებული ხელშეკრულების გაუქმების პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით:

საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გვინდა გაცნობოთ, რომ თბილისის მუნიციპალიტეტმა დაიწყო კომპანია „მეტროვაგონმაშთან“ დადებული ხელშეკრულების გაუქმების პროცედურა.

შეგახსენებთ, 2021 წლის მარტში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით და მისივე ორგანიზებით, გამოცხადდა ტენდერი თბილისის მეტროპოლიტენისთვის 40 ახალი ვაგონის შესასყიდად. ჩატარებული ტენდერის შედეგად, 2021 წლის ნოემბერში, გამარჯვებულად გამოცხადდა კომპანია „მეტროვაგონმაში“ და დაიდო ხელშეკრულება ვაგონების მოწოდებაზე.

2023 წლის 19 მაისს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მოხდა აღნიშნული კომპანიის სანქცირება.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველო ახორციელებს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულებას. შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტი არ აპირებს სანქცირებულ კომპანიასთან თანამშრომლობას და „მეტროვაგონმაშთან“ დადებული ხელშეკრულება გაუქმდება“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

“ნარკომანიის და კრიმინალის ზეობის ხანაში სააკაშვილის ნულოვან ტოლერანტობაზე ვინც ღელავდით, ახლა ნახეთ კობახიძის ნულოვანი...

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ შედარება-მინიშნებებს აკეთებს,...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“ზარქუამ, არანაირი უკანდახევა არ იქნებაო… მართლაც უპრეცედენტო გმირობაა მისი მხრიდან!” –

ირაკლი ზარქუას პოზიციას, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით მიღებულ...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის...