spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"5 თვის განმავლობაში უზენაესი სასამართლოსგან ვერ ვეღირსეთ ...

“5 თვის განმავლობაში უზენაესი სასამართლოსგან ვერ ვეღირსეთ პალატის დაკომპლექტებას, რაც მიუთითებს იმაზე, რომ უბრალოდ უარს გვეუბნებიან მართლმსაჯულების განხორციელებაზე” – დიტო საძაგლიშვილი ნიკა გვარამიას საქმეზე

პატიმრობაში მყოფი, ,,მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მიმოხილვას აფასებს ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი. მისი განმარტებით, სხვადასხვა მიზეზების გამო სასამართლო პროცესები შეფერხებით მიმდინარეობს:

,,მას შემდეგ, რაც მოსამართლე ჩხიკვაძემ უკანონო განაჩენით ნიკა გვარამია დააპატიმრა, ჩვენ ვნახეთ უკვე სააპელაციო სასამართლოში პროცესების განვითარება, რაც გარკვეულწილად, სასაცილოდ წარიმართა იმ თვალსაზრისით, რომ ჯერ მოსამართლეები საქმის განხილვაზე უარს ამბობდნენ და ვადებს არღვევდნენ იმ მოტივით, რომ ზაფხულში დასვენება და შვებულება სჭირდებოდათ.

ამის შემდეგ ვნახეთ სასამართლო პროცესები, სადაც ცხადია, მოსამართლეები გარკვეულ კითხვებს სვამდნენ, იმართებოდა დისკუსია. თუმცა, ამის შემდეგ ვნახეთ განაჩენი, რომელიც არა თუ აცდენილი იყო იმ განხილვებისგან, არამედ დიამეტრალურად განსხვავდებოდა. რაც მიუთითებდა ერთადერთ რამეზე, რომ ეს არ იყო სააპელაციო სასამართლოს განაჩენი.

ამის შემდეგ გადავინაცვლეთ უკვე უზენაეს სასამართლოში, სადაც დაახლოებით 5 თვეა გასული ჩვენს მიერ საჩივრის შეტანიდან. დღემდე, ანუ 5 თვის განმავლობაში, უზენაესი სასამართლოსგან ვერ ვეღირსეთ პალატის დაკომპლექტებას, რაც მიუთითებს იმაზე, რომ უბრალოდ უარს გვეუბნებიან მართლმსაჯულების განხორციელებაზე”, – განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რატომაა ასეთი მნიშვნელოვანი 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნები სომხეთში?” – ზურაბ ბატიაშვილი

ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი სომხეთში 7 ივნისის დაგეგმილი არჩევნების გეოპოლიტიკურ...

მერაბ მეტრეველი: “ოცნება” აშკარად ომში გვითრევს🙂”

სუს-ის მიერ ჯაშუშების დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ირონიული შეფასებებით...

“ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა დამნაშავემ აი ასე მოისმინოს უმაღლესი სასჯელი” – ეკა კუპატაძე

"ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა დამნაშავემ აი ასე მოისმინოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...