spot_img
მთავარიადამიანის უფლებებივახო სანაია: "ხელისუფლებას ყველაზე მეტად თავისუფალი აზრის ეშინია"

ვახო სანაია: “ხელისუფლებას ყველაზე მეტად თავისუფალი აზრის ეშინია”

თავისუფალი აზრის მნიშვნელობაზე საუბრობს ჟურნალისტი ვახო სანაია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში:

ხელისუფლებას ყველაზე მეტად თავისუფალი აზრის ეშინია.

ბედნიერებაა, იყო თავისუფალი; ილაპარაკო ის, რაც გინდა; თქვა ის, რაც სწორად მიგაჩნია; აბსოლუტურად ყველგან, მათ შორის ფეისბუქზე, ლექციებზე, სუფრებზე – ყველგან, ჩვენ უნდა ვიყოთ გახსნილები, ვილაპარაკოთ, რაც მოგვესურვება, ვიხუმროთ, რაზეც გვინდა და ვისზეც გვინდა, დავცინოთ, ვისაც გვინდა; რაც გვინდა და როგორც გვინდა, ის ვთქვათ სხვებზე; ვიყოთ თამამები და სულ ყ*ეზე უნდა გვეკიდოს, რას იფიქრებს ამაზე რომელიმე ხელისუფალი, პროპაგანდისტი თუ გზააბნეული, რას ამოჭრიან და დაამონტაჟებენ ჩვენი ნათქვამიდან ან რომელი სკამისა თუ მაგიდის ქვეშ აქვს დაყენებული ჟუჩოკი ან დავირუსებული რომელიმე ტელეფონი.
ამის თუ შეგვეშინდა, ესე იგი, ისე ღრმად შემოიჭრა ჩვენს გონებაში ტოტალიტარიზმი, რომ დაგვამარცხა კიდეც.

თავისუფალი აზროვნება, თუნდაც სხვისთვის მიუღებელი მოსაზრებებით, არის ის, რაც ამოძრავებს საზოგადოებას. ებრძვიან მათ, ვინც თავისუფლად ლაპარაკობს და უშიშარია. სულ ფეხებზე მკიდია, ვინ როგორ რას გამოიყენებს პოლიტიკურად, მთავარია, აზრის თავისუფლად გამოთქმა არ აშინებდეთ ადამიანებს. ვინც ამას თამამად აკეთებს, სწორედ მას ებრძვიან, ემუქრებიან, რომ ამ გზით სხვები გაჩუმდნენ.

ზედმეტი პრობლემები არავის უნდა, ამიტომ გაჩუმება აჯობებს. ესაა ჩანაფიქრი – ამ პრინციპმა თუ გაიმარჯვა, დავიღუპებით.

აღარც ჟურნალისტიკა იქნება, აღარც – ლიტერატურა, აღაც – მეცნიერება. იქნება მხოლოდ ვასიკო მაღლაფერიძის ,,დოკუმენტალისტიკა”, მასტერას ,,მუსიკა” და ირაკლი ღარიბაშვილის ,,პატრიოტიზმი”.

მოდი ,,იდი ნახ*უით რა 😂😂😂“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ვახო სანაია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე ჩემს ჯვარს გოლგოთამდე ავიტან, როგორი სირთულეებიც არ უნდა მივიღო განგებისგან” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...