spot_img
მთავარისხვადასხვა"მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და ამავდროულად...

“მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა” – რატი ბრეგაძე

სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს, დროებით ღონისძიებად, ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე – ევროსასამართლოს ეს გადაწყვეტილება საზოგადოებას იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გააცნო და კონკრეტული განმარტებები გააკეთა ამათან დაკავშირებით:

პირველ რიგში გეტყვით შემდეგს: საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, რომელიც განუხრელად დგას ადამიანის ღირსების და მისგან მომდინარე ყველა უფლების სადარაჯოზე. თუმცა, სამწუხაროდ, არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ვერ ეგუება საქართველოს წარმატებას და მოქმედებს მიზანმიმართულად, რომ ჩრდილი მიაყენოს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს.

მსჯავრდებულ სააკაშვილის [საპატიმრო დაწესებულებაში] შემოსახლების პირველივე დღიდან დაიწყო, ხაზგასმით ვიტყვი, გაურკვეველი წყაროებიდან დაფინანსებული მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა, რომ საქართველო წარმოჩენილიყო ისეთ სახელმწიფოდ, რომელშიც თითქოსდა ვინმეს აწამებდნენ. ამ მიზნის მისაღწევად ადამიანთა ეს ჯგუფი იმაზეც კი წავიდა, რომ მსჯავრდებული გაექეზებინათ, რომ ჰქონოდა ოთხი შიმშილობის ეპიზოდი, არ დამორჩილებოდა ექიმთა რეკომენდაციებს, არ ემკურნალა და შესაბამისად, გაეუარესებინა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც სხვა არაფერია თუ არა თვითდაზიანება.

ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელოვნურად გაუარესების მოტივით, თავისუფლების მოპოვების კამპანიის ფარგლებში, სამართლებრივი დავა საქართველოში, როგორც მოგეხსენებათ, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე, სააპელაციო სასამართლოში, მსჯავრდებულ სააკაშვილის დაცვის მხარისთვის დასრულდა არასასურველი შედეგით. შემდგომში მათ მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს და საბოლოოდ, დროებით ღონისძიებად, მოითხოვეს მიხეილ სააკაშვილის ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანა.

დღეს გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს საქმეში – “სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ”, უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ჩვენს ძვირფას საზოგადოებასთან, რომ სახელმწიფოს ყველა მოქმედება მისი შემოსახლების დღიდან იყო კორექტული და იყო ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...