spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ამ დარბაზში არიან ადამიანები, რომლებიც არათუ "ქართულ ოცნებას",...

“ამ დარბაზში არიან ადამიანები, რომლებიც არათუ “ქართულ ოცნებას”, საკუთარ ქვეყანას უდგანან ოპოზიციაში” – მაკა ბოჭორიშვილი

დღეს ერთ-ერთი დიდი გამოწვევა საქართველოსთვის არის მცდარი აღქმები. ამ აღქმების შექმნაში ყველა იღებთ მონაწილეობას, ვინც ყველა შესაძლო საშუალებით საკუთარ ქვეყანას ბრალს დებთ, რომ თითქოს უკრაინას სათანადოდ არ ვეხმარებით, ბრალს დებთ, რომ თითქოს შავი ხვრელი ვართ და ვითომ რუსეთისთვის ვიქეცით სანქციების თავის არიდების გზად.

ამას აკეთებთ გაცნობიერებულად, სანქციების დაწესების დღიდანვე, იმ დროიდან ჯერ შესრულებაც რომ არ ჰქონდა არავის დაწყებული. ამას აკეთებთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად იცით – არც ერთი ფაქტი არ არსებობს, რაც ამ ცრუ განცხადებებს დაგიდასტურებთ“, – ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია მილიონებს ხარჯავს რათა მსოფლიო დააჯეროს იმაში, რომ საქართველო არ არის სახელმწიფო, არ მუშაობს არც ერთი შტო და სახელმწიფო ინსტიტუტი, „თურმე, პოლიტიკური პატიმრები გვყავს, თან მათ სახელმწიფო წამლავს და საერთოდ, მსოფლიო რუკაზე ტყუილად ვაცდენთ ადგილს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საკუთარი ქვეყნის ასე გამეტებასაც მოხერხება უნდა. ეს მაშინ, როდესაც ძალიან კარგად იცით საზოგადოების განწყობაც, რეალური სურათიც, ისიც, თუ რას რისკავს ქვეყანა.

არსებობს ასეთი ცნება, ეროვნული ინტერესი – რომელიც სახელმწიფოს, ხალხს, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით უჩნდება და პირველ რიგში, მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფით იწყება ნებისმიერი ქვეყნისთვის.

სამწუხაროა, როდესაც საწყისის გაცნობიერება ჭირს და ამ დარბაზშიც მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც არათუ „ქართულ ოცნებას“, საკუთარ ქვეყანას უდგანან ოპოზიციაში და რომლებისთვისაც ასე უცხოა ქვეყნის ეროვნული ინტერესი და მისი დაცვა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...

“უარი ვთქვათ უსამართლობაზე და ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი ხმის დაბრუნებისთვის” – ქართველი ემიგრანტების პეტიცია

ქართველი ემიგრანტების საინიციატივო ჯგუფმა პეტიცია შექმნა, რითიც საზღვარგარეთ მცხოვრები...

“საეკლესიო იერარქები მრევლს აღიქვამს პატრონ-ყმურ რეჟიმში, ისევე, როგორც ჩვენი საერო ხელისუფალნი” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია თავის პოზიციას აფიქსირებს...

ელენე ხოშტარია: “ადამიანს ვერ გააჩუმებ, ეს ვერავინ და ვერასდროს მოახერხა”

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, ქვეყანაში შექმნილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” –...

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...