spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პატივცემული სააკაშვილი იმყოფება თვითდაზიანების რეჟიმში და ამ ყველაფერში...

“პატივცემული სააკაშვილი იმყოფება თვითდაზიანების რეჟიმში და ამ ყველაფერში ხელს უწყობენ მისი ოჯახის წევრები და პოლიტიკური პარტიები” – კახა კალაძე

ბრიტანეთის თემთა პალატაში, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებას, მწვავე საპასუხო შეფასებებით ეხმაურება თბილისის მერი, პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახა კალაძე:

რაც შეეხება რიგი დასავლელი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ეს არის საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილი კამპანია. აქ მარტო ხელისუფლებაზე არაა საუბარი. ეს ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი კამპანიაა. რომ ავიღოთ სააკაშვილის „ქეისი“ – მისი „შემოგორება“, „შემოტანა“ საქართველოში, როგორც „განუბაჟებელი ტვირთი“, თავიდან ბოლომდე დაგეგმილი იყო ე.წ. მეგობრების ხელით. დაგეგმილი, რადგან მათი სურვილი იყო, ქვეყანაში მოეწყოთ დაპირისპირება, არეულობა, გადატრიალება, რევოლუცია, სისხლისღვრა და ა.შ. მათ ეს გეგმა ჩაუვარდათ იმიტომ, რომ ჩვენმა შესაბამისმა სპეცსამსახურებმა მაღალ დონეზე იმუშავეს“, – განაცხადაკახა კალაძემ.

კახა კალაძის შეფასებით, ქვეყნის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია მაშინ დაიწყო, რაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.

პირველივე დღიდან, როგორც კი სააკაშვილის დაკავება მოხდა, მაშინვე ჩაერთო აღნიშნული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ – ცილისმწამებლური კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, მას არ აქვს შესაბამისი პირობები – ის, რაც პატიმარს უნდა ჰქონდეს, რაც ძალიან დიდი ტყუილია. ერთადერთი, ყველაზე დიდი პრობლემაა ის, რომ პატივცემული სააკაშვილი იმყოფება თვითდაზიანების რეჟიმში და ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, ხელს უწყობენ პირველ რიგში, მისი ოჯახის წევრები და პოლიტიკური პარტიები“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციისთვის: ბრიტანეთის თემთა პალატაში მმართველ პარტიასთან მიმართებაში მწვავე ნეგატიური განცხადებები გაკეთდა. მათ შორის აქცენტი იყო გამახვილებული პატიმრობაში მყოფ საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ჩვენ ვიხილეთ მიღებული რეზოლუციები, თუნდაც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით. ამ ყველაფერში ფულს იხდიდნენ” – კახა...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზას...

“სავარაუდოდ, მოსკოვმა შეიძლება დარტყმა მიაყენოს ევროპაში, მისი აზრით, უკრაინისათვის დრონების დამამზადებელ საწარმოებს…” – შალვა...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის კონკრეტული ვერსია და მოლოდინი,...

“ინვესტირება ყველასთვის – რატომ აღარ არის აქციების ფლობა მხოლოდ მდიდრების პრივილეგია?” – გიორგი კეპულაძე

ეკონომიკის დოქტორი, ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” ერთ-ერთი დამფუძნებელი და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...