spot_img
მთავარისხვადასხვა"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილება, რომელიც გარკვეული საჯარიმო სანქციების...

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილება, რომელიც გარკვეული საჯარიმო სანქციების დაწესებას ეხება, პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილება, რომელიც საჯარიმო სანქციების დაწესებას იმ სატრანსპორტო საშუალებებისთვის ითვალისწინებს, რომელთა გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობა დადგენილ ნორმებს სცდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განმარტებით, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემადგენლობა არ შეესაბამება დადგენილ ნორმას, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას, პირველ ეტაპზე, 100 ლარის, ხოლო განმეორების შემთხვევაში 300 ლარის ოდენობით.

მისივე თქმით, საჯარიმო სანქციები უფრო მაღალია იურიდიული პირებისთვის. კერძოდ, იურიდიული პირი პირველ ეტაპზე 500 ლარის, ხოლო განმეორების შემთხვევაში, 1500 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, სამინისტროს ზედამხედველობის სამსახურს მიეცემა შესაძლებლობა ოთხ მსხვილ ქალაქში, თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში შეამოწმოს მუქი ფერის გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებები შესაბამისი ტექნიკით.

ვფიქრობთ, რომ ამ რეგულაციების აღსრულება წელსვე, ივლისიდან დავიწყოთ“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...