spot_img
მთავარისხვადასხვა"ხვალ, მე და ლევან ხაბეიშვილი რომც ვყოფილიყავით პარლამენტში...

“ხვალ, მე და ლევან ხაბეიშვილი რომც ვყოფილიყავით პარლამენტში და ხმა მიგვეცა საგამოძიებო კომისიისთვის, იგი მაინც ვერ შეიქმნებოდა” – ანა წითლიძე

პარლამენტის წევრ ხათუნა სამნიძის მიერ კონკრეტულ ოპოზიციონერ დეპუტატებთან მიმართებაში გამოთქმულ პრეტენზიებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხთან დაკავშირებით, საპასუხო განმარტებებს აკეთებენ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის წევრი ანი წითლიძე:

,,მიუხედავად ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებისა, ნებისმიერ შემთხვევაში, ვაპირებ მხარი დავუჭირო ამ კომისიის შექმნას.

მეორე საკითხი – მე ვიმყოფები ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში, სადაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა უნდა მიიღოს უმნიშვნელოვანესი ჯილდო, რომელსაც მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები, საზოგადოება ამას ნახავს.

ასევე, ეს ვიზიტი დაგეგმილი იყო პოლონელების მხრიდან 2-3 კვირით ადრე. ამის თაობაზე ცხადია, პარლამენტში არანაზღაურებადი მივლინებაც მაქვს დაწერილი. ჩემს კოლეგებს მარტივად შეეძლოთ ამ ინფორმაციის მოძიება”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

თავის მხრივ განმარტებები გააკეთა, ასევე, ანა წითლიძემაც:

,,ჩვენი მივლინების თარიღები იყო დაგეგმილი 10-დან 13 აპრილამდე. ამიტომაც ცოტა გაუგებარი არის ეს ისტერიკა. ასევე მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე პირდად მხარს ვუჭერ ამ საგამოძიებო კომისიის შექმნას, რიგგარეშე სხდომის თარიღთან დაკავშირებით მე არ ვიყავი ნამდვილად ინფორმირებული.

მე მოვუწოდებ, რომ უფრო ორგანიზებულები იყვნენ და სათითაოდ იქონიონ ყველა დეპუტატთან კომუნიკაცია.

გარდა ამისა ტყუილია, რომ მხოლოდ ჩემი და ლევან ხაბეიშვილის გამო ვერ იქმნება საგამოძიებო კომისია. დამატებით კიდევ 2 დეპუტატი ვერ იქნება თვის ბოლომდე წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. შესაბამისად, სულ რომ ხვალ მე და ბატონი ლევან ხაბეიშვილი ვყოფილიყავით პარლამენტში და ხმა მიგვეცა საგამოძიებო კომისიისთვის, იგი მაინც ვერ შეიქმნებოდა”, – განაცხადა ანა წითლიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

სს “თელასი”: 22-23 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ნაძალადების და დიდუბის რაიონების კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...