ორშაბათი, მაისი 12, 2025
25.1 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებითორნიკე რიჟვაძე - მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობის ყველა...

თორნიკე რიჟვაძე – მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობის ყველა პროგრამა მივიდეს თითოეულ მეწარმემდე, ფერმერამდე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ სოფლის მეურნეობის სამინისტროში სამუშაო თათბირი გამართა.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ზაზა შავაძემ მთავრობის მეთაურს მიაწოდა ინფორმაცია 2023 წელს სამინისტროს მიერ განსახორციელებელი გეგმების და პრიორიტეტების შესახებ.

,,2023 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტმა აჭარაში თითქმის 30 მილიონი ლარი შეადგინა, რაც საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო მეტად დავუჭიროთ მხარი თითოეულ ადამიანს, რომელიც რეგიონს და მთლიანად ეკონომიკას აძლიერებს.

განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მიზნობრივი პროგრამა, რომელიც ხორციელდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან, მივიდეს თითოეულ მეწარმემდე და ფერმერამდე და ყველგან იყოს მაქსიმალურად ეფექტურად განხორციელებული”, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

2023 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 8,6 მლნ ლარით გაიზარდა და 29,5 მლნ ლარს შეადგენს.

აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, სამინისტრო 2023 წელს განახორციელებს სოფლად მეწარმეობის განვითარების და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამებს, რომლის ფარგლებშიც 400-მდე ფერმერი დაფინანსდება.

2023 წელს გაგრძელდა სახნავ-სათესი ფართობების უფასოდ დამუშავება, ასევე, განხორციელდება მეციტრუსეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა.

2023 წელს 20 სტუდენტი, კურსდამთავრებული ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის სამინისტროში.

გაგრძელდა აგრარული ექსტენციის მიწოდება ყველა მუნიციპალიტეტში. განახლდა მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობისა და აგრომომსახურების განვითარების პროგრამები.

სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა წარმოადგენს. აჭარის მთავრობა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან, გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკთან თანამშრომლობით, ტყის მდგრადი მართვის პროექტს ახორციელებს. ასევე, მიმდინარეობს სატყეო ინფრასტრუქტურის მოწყობა.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

“ცოტა ბოდიში მომითხოვია იმათთან, ვინც გუშინ შვებით ამოისუნთქეთ😁” – ნინო ჯანგირაშვილი სანქციებთან დაკავშირებით

"მეგობარი აქტის" კონგრესში მიღების შემდეგ გამოქვეყნდა სანქცირების კანდიდატთა სავარაუდო...

“დასავლეთის და უკრაინის ჯინაზე რომ რუსეთი გევასება და გულშემატკივრობ, ეს რა ფენომენია, არ მესმის…”...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული კატეგორიის ქართველების მიერ რუსეთის მიმართ...