spot_img
მთავარირეგიონის ამბებიაჭარის პოპულარიზაცია 16 ქვეყნის ტურისტულ გამოფენაზე განხორციელდა

აჭარის პოპულარიზაცია 16 ქვეყნის ტურისტულ გამოფენაზე განხორციელდა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს რეგიონის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე. ამ ეტაპზე, აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს ვენისა და პრაღის ტურისტული გამოფენის ვიზიტორები გაეცნენ. გამოფენებზე აჭარის და ზოგადად, საქართველოს, როგორც ახალი ტურისტული მიმართულების მიმართ დაინტერესება იყო მაღალი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონს პოპულარიზაცია ავსტრიასა და ჩეხეთში წელს პირველად გაუწია.

გამოფენების ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ტურისტული ასოციაციების, სააგენტოების, სარეკლამო კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებთან. მათ შორის, ჩეხეთის ტურიზმის სააგენტოსა და ჩეხეთი ტუროპერატორებისა და ტურისტული აგენტების ასოციაციის ხელმძღვანელებთან. გამოფებზე აჭარა დამოუკიდებელი სტენდით იყო წარმოდგენილი. პრაღის გამოფენაზე „HOLIDAY WORLD & REGION WORLD 2023“ აჭარის სტენდტმა ყველაზე შთამბეჭდავი ექსპოზიციის ტიტული მიიღო. დეპარტამენტთან ერთად გამოფენებში მონაწილეობას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები ღებულობდნენ. შეხვედრებში ჩართული იყო საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ჩეხეთსა და ავსტრიაში. წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი ჯამში 16 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა. მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან გამოფენებზე, როგორებიცაა ბერლინის, მადრიდის, მილანისა და ისრაელის ტურისტული გამოფენები.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილის კრიმინალურმა სინდიკატმა ფეხზე დაიკიდა ტურიზმი და მთელია აქცენტი გააკეთა რუსების და სხვა უცხოელებისთვის...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ტურიზმის სექტორში შექმნილ სიტუაციას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...