შაბათი, მაისი 10, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისაქართველოს პარლამენტიმიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი ირაკლი ღარიბაშვილს, ილია დარჩიაშვილს...

მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი ირაკლი ღარიბაშვილს, ილია დარჩიაშვილს და ლაშა ხუციშვილს მოუსმენს

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მიმდინარე კვირის განრიგი ბიუროს წევრებს გააცნო.

მიმდინარე სასესიო კვირის სამშაბათს, ტრადიციულად, პოლიტიკური განცხადებები გაიმართება, რომლის შემდეგ დღის წესრიგით გათვალისწინებულ კანონპროექტებს განიხილავენ.

ოთხშაბათს დეპუტატები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წლიურ ანგარიშსა და კომიტეტების ანგარიშებს მოისმენენ, ხუთშაბათს მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტის წინაშე ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი წარდგება, ხოლო პარასკევს გაიმართება ინტერპელაცია, სადაც დეპუტატები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს მოუსმენენ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...