spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებააჭარის მთავრობის ხელშეწყობით ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები გერმანიაში,...

აჭარის მთავრობის ხელშეწყობით ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები გერმანიაში, ფლენსბურგის უნივერსიტეტში ისწავლიან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის განათლების მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებს შეხვდა. თორნიკე რიჟვაძემ ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და 2023 წელს განათლების მიმართულებით სტუდენტების ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილი პროგრამები გააცნო.

20 სტუდენტი გერმანიაში, ფლენსბურგის უნივერსიტეტში სწავლას საზღვაო ტრანსპორტის, საზღვაო მეცნიერებისა და ლოჯისტიკის მიმართულებით გაიღრმავებს. ასევე, ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება გაიარონ პრაქტიკული კურსი გემის მართვის, ნავიგაციური ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების კუთხით.

2023 წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სხვადასხვა პროგრამებით 400სტუდენტს დაუფინანსდება საზღვარგარეთ სწავლა და სტაჟირება.

აჭარის მთავრობის ხელშეწყობით 2023 წელს იწყება სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მშენებლობა. სტუდენტური საცხოვრებლით აჭარაში მოქმედი სამი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის 1000 სტუდენტი ისარგებლებს.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

20-21 ივნისს ბათუმში “ზაფხულის ფესტივალი” ჩატარდება

20-21 ივნისს, ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად...

“სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამაში” ცვლილებები შედის – კახა კალაძის განმარტებები

„სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამაში“ მიმდინარე წლის შემოდგომის სემესტრიდან ცვლილებები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

“ნარკომანიის და კრიმინალის ზეობის ხანაში სააკაშვილის ნულოვან ტოლერანტობაზე ვინც ღელავდით, ახლა ნახეთ კობახიძის ნულოვანი...

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ შედარება-მინიშნებებს აკეთებს,...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“ზარქუამ, არანაირი უკანდახევა არ იქნებაო… მართლაც უპრეცედენტო გმირობაა მისი მხრიდან!” –

ირაკლი ზარქუას პოზიციას, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით მიღებულ...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის...