10 მარტის ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 11 მარტიდან 3 დღის განმავლობაში.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტის მეტ-ნაკლებად სტაბილური კურსი იყო შენარჩუნებული. გასულ კვირაშიც გაგრძელდა ეროვნული ვალუტის სტაბილიზებისა და გამყარების ტენდენცია სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში (ზოგ ვალუტასთან მიმართებაში დაფიქსირდა არასტაბილური რყევებიც), მათ შორის, დოლართან მიმართებაში. იხ. მონაცემები წინა 3 ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული კურსი კონკრეტული დღეებისთვის:
7 მარტი – 2.6272;
8 მარტი – 2.6196;
10 მარტი – 2.6127.
ეროვნული ვალუტა, ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0008 ლარით და 1 აშშ დოლარი 11 მარტიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.5925 ლარი.
ბოლო რამდენიმე კვირა, მცირე გამონაკლისით, ფიქსირდება ლარის გამყარება ევროსთან მიმართებაში, რაც გაგრძელდა ბოლო კვირაშიც. კერძოდ, წინა 3 ვაჭრობის შედეგად დაფიქსირდა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
7 მარტი – 2.7645;
8 მარტი – 2.7690;
10 მარტი – 2.7398.
ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე მცირედით გაუფასურდა, – 0.0062 ლარით და შემდგომი 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.7460 ლარი.
ამავე პერიოდში სხვა ვალუტებთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა და დაფიქსირდა კონკრეტული სხვაობა წინა ვაჭრობისას დადგენილ კურსთან მიმართებაში:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.1066 ლარი (გაუფასურდა 0.0255 ლარით)
1 თურქული ლირა – 0.1367 ლარი (გამყარდა 0.0001 ლარით)
10 უკრაინული გრივნა – 0.7020 (გამყარდა 0.0002 ლარით)
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5250 ლარი (გამყარდა 0.0005 ლარით)
1000 სომხური დრამი – 6.6803 ლარი (გამყარდა 0.0035 ლარით)
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.7900 ლარი (გაუფასურდა 0.0256 ლარით)
10 ჩინური იუანი – 3.7301 ლარი (გაუფასურდა 0.0061 ლარით)
100 ინდური რუპია – 3.1596 ლარი (გამყარდა 0.0037 ლარით)
10 ისრაელის შეკელი – 7.2194 ლარი (გაუფასურდა 0.0202 ლარით)
100 იაპონური იენი – 1.8934 ლარი (გამყარდა 0.0113 ლარით)
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდება ლარის გამყარება-სტაბილიზება რუსულ რუბლთან მიმართებაშიც. გასულ კვირაშიც დაფიქსირდა ეროვნული ვალუტის გამყარება, კერძოდ 3 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:
7 მარტი – 3.4492;
8 მარტი – 3.4364;
10 მარტი – 3.4158.
10 მარტის ვაჭრობაზე ეროვნული ვალუტა კიდევ გამყარდა, 0.0031 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 11 მარტიდან შემდგომი 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.4127 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი