spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მასპინძლობის სტატუსის მიღება, ეს არის როგორც "აითიბი ბერლინთან",...

“მასპინძლობის სტატუსის მიღება, ეს არის როგორც “აითიბი ბერლინთან”, ისე საერთაშორისო ტურისტულ საზოგადოებასთან სანდო და საიმედო პარტნიორობის შედეგი” – ლევან დავითაშვილი ბერლინის გამოფენაზე

მსოფლიოს უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე, 1000-ზე მეტ კვადრატულ მეტრზე მოწყობილი ლოკაციები, მათ შორის, საქართველოს მთავარი სტენდი ბერლინის გამოფენის მთავარ პავილიონში ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დაათვალიერა.

ლევან დავითაშვილთან ერთად პავილიონი დაათვალიერეს მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.
გამოფენის ოფიციალურ გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე ყველა სამზადისი თითქმის დასრულებულია და საქართველო მზად არის, მასპინძელი ქვეყნის სტატუსით ღირსეულად წარდგეს მსოფლიოს 180-ზე მეტი ქვეყნის 200 ათასამდე ვიზიტორის წინაშე.

ლევან დავითაშვილის შეფასებით, საქართველომ მსოფლიოს უდიდესი ტურისტული გამოფენის მასპინძლის სტატუსი „აითიბი ბერლინთან“ და საერთაშორისო ტურისტულ საზოგადოებასთან სანდო და საიმედო პარტნიორობის შედეგია.

ეს არ იყო რიგითი გადაწყვეტილება ანუ საქართველოს რიგითობით კი არ მოუწია მასპინძლობის სტატუსის მიღება, არამედ ეს არის როგორც „აითიბი ბერლინთან“, ისე საერთაშორისო ტურისტულ საზოგადოებასთან სანდო და საიმედო პარტნიორობის შედეგი. ზოგადად, პროგრესი, რომელიც საქართველოში ტურიზმის მიმართულებით არსებობს, იყო ძალიან საინტერესო და საბოლოოდ, ყველაზე გადამწყვეტი ფაქტორი, რის გამოც საქართველოზე შეჩერდა ყურადღება, იყო ალბათ ყველაზე ორიგინალური, კრეატიული და საინტერესო შეთავაზება, რადგან ჩვენი კონკურენტი ქვეყნები ფინანსური რესურსებითაც და ამბიციებითაც საკმაოდ გამოირჩეოდნენ“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

„აითიბი ბერლინი“ რამდენიმე საათში გრანდიოზული გალა კონცერტით ოფიციალურად გაიხსნება. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სპეციალური მიმართულება „უსაზღვრო ქართული კულტურა“, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული კულტურის ისტორია, თანამედროვე ხელოვნება, ეთნო ჯაზი, კლასიკური და ელექტრონული მუსიკა, ქართული ნაციონალური ბალეტი და ა.შ. სტუმრები ასევე გაეცნობიან ქართულ კულტურას, ტრადიციებსა და სამზარეულოს.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რა მაინტერესებს, იცით? ზოგადად გინება იკრძალება თუ ქოცების გინება ხდება დასჯადი?” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით...

“სულ ვფიქრობდი, ასე რამ გაამწარათ-მეთქი? ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ხალხის ასეთ დაცინვაზე რატომ წავიდნენ-მეთქი” –...

თანამდებობის პირების მაღალ ხელფასებთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასებებს და მძიმე...

“დაე, ჩვენი გულები მუდამ შეკრული იყოს “საკრველითა სიყვარულისათა” ერთურთის მიმართ” – შიო III

⛪️ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის,...

“გია ხუხაშვილის შეგონებებს უნდა ვუსმინო, თუ როგორ ვიბრძოლო პოლიტიკაში” – შალვა ნათელაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციასთან მიმართებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...