კვირა, ივნისი 8, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვა"ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობას პრემიერის ხელმძღვანელობით...

“ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობას პრემიერის ხელმძღვანელობით შეუძლია ხელები დაიბანოს და თქვას, რომ მხოლოდ წულუკიანია დამნაშავე” – ანა ნაცვლიშვილი გელათის საკითხზე

დღეს, საქართველოს პარლამენტთან აქცია-პერფომანსი გამართა პარტია ,,ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა სახელწოდებით ,,დაიცავი გელათი“. ოპოზიციონერი ლიდერი, მმართველ გუნდს აკისრებს პასუხისმგებლობას გელათის კულტული ძეგლის დაზიანებაზე:

,,არ ნიშნავს, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს თუ სხვებს არ აქვთ პასუხისმგებლობა ამ პროცესში. ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობას პრემიერის ხელმძღვანელობით შეუძლია ხელები დაიბანოს და თქვას, რომ მხოლოდ წულუკიანია დამნაშავე.

ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს იმ დანაშაულებრივი გულგრილობისა და დუმილისთვის, რომელსაც ხელისუფლება ინარჩუნებს მაშინ, როდესაც ქართველი და უცხოელი მეცნიერები საუბრობენ იმაზე, რამდენად არასწორად, თვითნებურად ხორციელდება ამ ძეგლის რეაბილიტაცია, რამაც ის მიიყვანა დაზიანებამდე“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

საკითხთან დაკავშირებით, პოლიტიკური ჯგუფი „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა ყურადღება გაამახვილა პარლამენტში, გუშინ გამართულ პლენარულ სხდომაზე:

გელათი ინგრევა და ამას ადასტურებს რამდენიმე ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ჩატარებული მეცნიერული კვლევა. ბოლო კვლევა ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრის მიერ ჩატარებული ადასტურებს ყველაფერს, რაზეც დარგის სპეციალისტები, თვითმხილველები, მე და მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ამ დარბაზში მუდმივად გეუბნებოდით.

გელათი ინგრევა და იმ მიდგომით, რა მიდგომაც აქამდე აქვს გელათის სამინისტროს, როცა გასაიდუმლოებული აქვს იქ მიმდინარე პროცესები, როდესაც პროცესებიდან გამოთიშულია სამეცნიერო კომპონენტი და გაუგებარი მეთოდოლოგიით ხდება გელათში მუშაობა, ასე ჩვენ უკვე დავკარგეთ ძეგლის ნაწილი, რომელიც ვეღარ აღდგება და დავკარგავთ უფრო მეტს“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

სს “თელასი”: 5 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის კრწანისისა და საბურთალოს რაიონების კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაინტერესებს სადამდე მივლენ ეგენი და როდემდე მოვითმენთ ჩვენ?!” – ეკა მიშველაძე

მმართველ გუნდში დაწყებულ მსჯელობებს, ცალკეული ტერმინების აკრძალვის თაობაზე, მათ...

“თეა წულუკიანო, იცი რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე ოჯახში? იმიტომ რომ სამშობლო არ...

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ საზოგადოებრივ არხზე დაფიქსირებულ...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...