ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
16.3 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკათეონა ჭალიძე: "NDI-ის კვლევის შედეგები სოციალურ ჭრილში საგანგაშოა"

თეონა ჭალიძე: “NDI-ის კვლევის შედეგები სოციალურ ჭრილში საგანგაშოა”

პარტია ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი NDI-ის კვლევის შედეგებს სოციალურ ჭრილში აფასებს და აცხადებს, რომ შედეგები საგანგაშოა, თუმცა მათ ვისაც ყოველდღიურად შეხება აქვთ ,,ჩვეულებრივ“ ადამიანებთან დიდად არ გაუკვირდებოდათ:

,,მაშინ როცა საქართველოში 667 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველის სტატუსი მქონე პირია, რომელიც საარსებო შემწეობას იღებს და სხვადასხვა სოციალური პენსიის მიმღებთაგან 360 000-ზე მეტ ადამიანს საპენსიო სესხის აღება მოუწია არსებობისთვის, კვლევის შედეგები ლოგიკურია.
გამოკითხულთა უმეტესობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები ფასების ზრდა – 39%, სამუშაო ადგილები – 38%, სიღარიბე – 30%, ტერიტორიული მთლიანობა – 25%, და პენსიებია – 24%.

მოსახლეობის ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს. მოქალაქეთა უმრავლესობა ოჯახის შემოსავალს საკვებზე, კომუნალურ გადასახადებზე, წამლებსა და სესხებზე ხარჯავს. უმრავლესობა ამბობს, რომ ახლა იგივე ან ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ხუთი წლის წინ. ყოველი მეორე კი ამბობს, რომ ბოლო 6 თვის მანძილზე ყოფილა შემთხვევა, როცა კომუნალურის გადასახდელად საკმარისი ფული არ ჰქონია.

ეკონომიის მიზნით გასულ წელთან შედარებით საჭმელზე ნაკლებს ხარჯავს გამოკითხულთა 77%; შეზღუდულად ყიდულობს ტანსაცმელს 74%; ფულის დაზოგვის მიზნით ნაკლებს დადის მანქანით 34%;

ყოველი მეორე ამბობს, რომ ფინანსურ პრობლემებთან გამკლავების მიზნით, გაზისა და ელ. ენერგიის მოხმარება შეზღუდა. სოფლის მოსახლეობის, ასევე 55+ ასაკის მოქალაქეების უმრავლესობამ გაზისა და ელ. ენერგიის მოხმარება შეზღუდა. უფრო კონკრეტულად, გასულ წელთან შედარებით ელექტროენერგიას შეზღუდულად მოიხმარს გამოკითხულთა 53%; ნაკლებს ხარჯავს ჯანდაცვაზე და წამლებზე 35%; ნაკლებს ხარჯავს საჭმელზე – 32%“.

კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველი მეხუთე მოქალაქე უმუშევარია – უმუშევართა უმრავლესობა ამბობს, რომ სამსახურს ან საერთოდ ვერ პოულობს ან არ არის შესაფერისი ანაზღაურება. ქალების უმეტესობა ამბობს, რომ დაუსაქმებელი ან დიასახლისია.

NDI-ს ცნობით, უმუშევართა უმრავლესობა ამბობს, რომ სამსახურს ან საერთოდ ვერ პოულობს ან შესაფერისი ანაზღაურებით ვერ პოულობს.

სოფლის ტიპისა და ეთნიკურ უმცირესობათა დასახლებებში უმუშევრების უმრავლესობა ამბობს, რომ ვერ პოულობს ვერანაირ სამსახურს.

იმ გამოკითხული მოსახლეობიდან, რომელიც ამბობს რომ დაუსაქმებელია, 49% ეძებს სამსახურს, ეძებს მაგრამ ვერ პოულობს შესაფერისი ანაზღაურებით – 20%, არ არის დაინტერესებული სამსახურის პოვნით – 16%; დაინტერესებულია სამსახურის პოვნით, მაგრამ ამჟამად არ ეძებს – 8%; ეძებს, მაგრამ ვერ იპოვა შესაფერისი სამუშაო პირობებით (ანაზღაურების გარდა) -5%.

თბილისის ყოველი მეოთხე მცხოვრები ბინას ქირაობს. იმ 9%-დან, ვინც ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, ნახევარმა თქვა, რომ ბოლო 12 თვის მანძილზე ქირა გაუძვირდა. ასევე, მათი ნახევარი შიშობს, რომ მომავალში ქირის გადახდას ვერ შეძლებს და აქედან გამოდინარე სულაც არაა გასაკვირი რომ საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს. თბილისის, დიდი ქალაქებისა და უმცირესობათა დასახლებების მცხოვრებთა მეოთხედს, ასევე, ახალგაზრდების მესამედს ემიგრაციაში წასვლა სურს.

ნათელია რომ ხელისუფლება ვერაფერს ვერ და არ აკეთებს. გამოკითხულთა 61% კი ამბობს, რომ ხალხის ინტერესს არცერთი პარტია არ გამოხატავს. ვფიქრობ ეს უნდა იყოს სიგნალი, რომ გარკვეული მიდგომები და სტრატეგიები გადაიხედოს პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ და ხალხი გახდეს პრიორიტეტი”, – აცხადებს თეონა ჭალიძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ვერა და ვერ გამოვიდა კოლექტიური დასავლეთი, განსაკუთრებით აშშ, “ვარდების რევოლუციის” ნირვანიდან” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის კონკრეტული პრეტენზიები დასავლეთის მიმართ: "ვერა და ვერ...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“ქართული ოცნება” სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია, ხვდება რომ მისი დასასრული ახლოვდება – პაპუნა ჯანელიძე

"ქართული ოცნების" ხელისუფლების ყოფილი ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი,...

“აი ხომ გგონია, რომ ოკუპაცია ამ ღობესთან მთავრდება?…” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მათ არ იციან რა არის სამშობლოსთვის ნამდვილი გმირების თავდადება” – მიხეილ სააკაშვილი მმართველ პარტიაზე

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გმირობასთან დაკავშირებით თავის პოზიციას...