პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს ,,ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით:
,,ყველაფერი, ამ პარტიასთან დაკავშირებით, ბოლო ხანებში მიუთითებს იმას, რომ დაშლილია უკვე. ავანსცენაზე მდგომი ადამიანების უმრავლესობა, ვინც იყვნენ ,,ნაციონალური მოძრაობის“ სახეები, გადაინაცვლეს ჩრდილში. თქვეს, რომ ჩვენ აღარ ვიქნებით წარმომადგენელი ამ პოლიტიკური პარტიისა. ახლა ეს რას ნიშნავს – დაშლას ნიშნავს თუ არა? – ჩემი აზრით, ნიშნავს.
ეს დასკვნა განაპირობა სხვა, მეტმა უფრო მნიშვნელოვანმა ფაქტორებმა, ვიდრე, მაგალითად, ბრალდებამ იმასთან დაკავშირებით, ერთი მხრიდან მეორეზე, რომ გადაბარების პროცესი ხელს უშლის თუ არ უშლის და რამდენად ჯეროვანად ასრულებს იქ მოვალეობას. თვითონ როგორც გადაწყვეტენ, ისე გააკეთონ. ეს ჩემი საქმე ნამდვილად არ არის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.