კვირა, მარტი 16, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებიაჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე დაიწყო

აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე დაიწყო

აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების პოპულარიზაცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე დაიწყო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი უკვე წარადგინა მსოფლიოში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე Fitur 2023 მადრიდში და ჩრდილოეთ ევროპის უმნიშველოვანეს გამოფენაზე Matka 2023 ჰელსინკში.

დეპარტამენტის წარმომადგენლებმა 25-მდე საქმიანი შეხვედრა გამართეს მადრიდის გამოფენის ფარგლებში, სადაც საერთაშორისო მედიის, ტურისტული და სარეკლამო კომპანიების, ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მსოფლიოში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე 130-ზე მეტი სახელმწიფოდან 8 ათასზე მეტი კომპანია იყო წარდგენილი და 100 ათასზე მეტი ვიზიტორი ესწრებოდა. რაც შეეხება, ჰელსინკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას, “Matka 2023”-ზე ბათუმის და ზოგადად, საქართველოს მიმართ ინტერესი გაზრდილია.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა. წლის განმავლობაში, რეგიონის პოპულარიზაცია 20-ზე მეტ საერაშორისო გამოფენასა თუ ღონისძიებაზე იგეგმება.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ელისო კილაძე: “გახარია, უშნოდაა ატეხილი შენი ბაბლი…”

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი...

“დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პოლიტიკური პატიმარი, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილი, გათავისუფლდებიან ქვეყანასთან ერთად” –...

“ე.წ. მთავრობა საქართველოში ემსახურება პუტინის ინტერესებს,ამიტომ მისი ერთ-ერთი მთავარი...

საქართველოში 4.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა

დღეს, 2025 წლის თბილისის დროით 15:28 საათზე, თბილისიდან 63...

პაატა მანჯგალაძე: “ივანიშვილის “ტრამპისტული” ფარსი – ღალატის დასაფარად დაგეგმილი სპექტაკლია”

გეოპოლიტიკური ცვლილებები და საქართველოს ადგილი ახალ რეალობაში... მთავარი საკითხი,...