6 იანვრის ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 7 იანვრიდან 3 დღის განმავლობაში.
გარკვეული დროის განმავლობაში ლარის კურსის გამყარებისა და სტაბილიზების შემდეგ წინა კვირეების ვაჭრობებზე გაუფასურება მოხდა სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, თუმცა ასევე შეინიშნებოდა უცნაური, ერთგვარი ნახტომისებური ცვლილებები. ცვლილებები შედარებით სტაბილური იყო დოლართან მიმართებაში. იხ. მონაცემები წინა 3 ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული კურსი:
4 იანვარი – 2.7038;
5 იანვარი – 2.7094;
6 იანვარი – 2.7086.
ეროვნული ვალუტა, ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა, 0.0014 ლარით და 1 აშშ დოლარი 7 იანვრიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.7022 ლარი.
ბოლო ვაჭრობებზე ლარის უცნაური დინამიკა დაფიქსირდა ევროსთან მიმართებაში. კერძოდ, წინა 3 ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული კურსის შესაბამისად 1 ევრო ღირდა:
4 იანვარი – 2.8498;
5 იანვარი – 2.8777;
6 იანვარი – 2.8749.
ბოლო ვაჭრობაზე ლარი ევროსთან მიმართებაში საგრძნობლად გამყარდა, 0.0285 ლარით და მომდევნო 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.8464 ლარი.
ამავე პერიოდში სხვა ვალუტებთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა და დაფიქსირდა კონკრეტული სხვაობა წინა ვაჭრობისას დადგენილ კურსთან მიმართებაში:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.2105 ლარი (გამყარდა 0.0463 ლარით)
1 თურქული ლირა – 0.1443 ლარი (გამყარდა 0.0001 ლარით)
10 უკრაინული გრივნა – 0.7366 (გაუფასურდა 0.0014 ლარით)
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5953 ლარი (გამყარდა 0.0008 ლარით)
1000 სომხური დრამი – 6.8497 ლარი (გამყარდა 0.0232 ლარით)
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.8821 ლარი (გამყარდა 0.0395 ლარით)
10 ჩინური იუანი – 3.9447 ლარი (გაუფასურდა 0.0030 ლარით)
10 ისრაელის შეკელი – 7.6137 ლარი (გამყარდა 0.0633 ლარით)
100 იაპონური იენი – 2.0153 ლარი (გამყარდა 0.0300 ლარით)
გარკვეული პერიოდის განმავლობაში ლარის კურსის გამყარების დინამიკას, ნახტომისებული გაუფასურება მოჰყვა, თუმცა ბოლო 2 კვირაში მეტნაკლებად სტაბლიზების ნიშნები გამოიკვეთა რუსულ რუბლთან მიმართებაში. კერძოდ, წინა 3 ვაჭრობის შედეგად 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი დაფიქსირდა:
4 იანვარი – 3.7085;
5 იანვარი – 3.7643;
6 იანვარი – 3.7682.
6 იანვრის ვაჭრობაზე ეროვნული ვალუტა მცირედით გამყარდა 0.0063 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, მომდევნო 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.7619 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი