სამშაბათი, აპრილი 22, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვა"მიზანი არის ძალიან მარტივი - გადაფარონ მისი წამების,...

“მიზანი არის ძალიან მარტივი – გადაფარონ მისი წამების, მოწამვლის ფაქტები” – კობა ნაყოფია მიხეილ სააკაშვილზე

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე. ოპოზიციონერი ლიდერი მწვავე შეფასებას ახდენს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მე-3 პრეზიდენტმა საქართველოში ჩამოსვლამდე კუჭზე ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც ამჟამად აქვს პრობლემები და აცხადებს, რომ ყოველივე ეს კეთდება სააკაშვილის მიმართ განხორციელებული დანაშაულის გადასაფარად:

,,ეს არის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა, ხალხო!

დღეს რაც ვნახე, მიხეილ სააკაშვილი მოვინახულე და ბოლოს რომ ვიყავი, იმასთან შედარებით, გაცილებით უფრო სუსტადაა…

მისი აღნაგობა გახსოვთ, ალბათ, ყველას და ის იწონის 73 კილოს. რა კომენტარი უნდა გავაკეთო?! – უმძიმესი სურათია. ყოველდღე მას უფიქსირდება 38°C პლიუს სიცხე.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, აბსოლუტური ტყუილი და სიცრუე – თითქოს მან ოპერაცია გაიკეთა წამოსვლამდე, 2021 წელს – რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ეს არის სიცრუე!

მე მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს – დაინტერესდეს ამით. მათივე ინტერესშია და ხელეწიფებათ, რომ ეს გააკეთონ სახელმწიფო დონეზე. გამოითხოვონ, თუ ასეთი კლინიკა არსებობს, სადაც მიხეილ სააკაშვილმა ოპერაცია გაიკეთა, რაც არის მორიგი “ფეიკი” და ტყუილი, რაც ჩვევია ზოგადად ზოგიერთს, არ დავასახელებ. გაასაჯაროონ და დადონ ეს დოკუმენტები.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ოპერაციას – ბოლო მანიპულაცია მასზე განხორციელდა დაახლოებით 6 წლის წინ – 2017 წელს. როგორი დოკუმენტიც უნდა არსებობდეს, არ არის 2021 წლის, ნამდვილად. ეს იქნება მინიმუმ 5-6 წლის წინანდელი, რაც არ დამალულა.

მოვუწოდებ კომპეტენტურ ორგანოებს, გამოიკვლიონ. საზოგადოება ნუ შეყავთ შეცდომაში! მიზანი არის ძალიან მარტივი – გადაფარონ მისი წამების, მოწამვლის ფაქტები. მიზეზებს ეძებენ, თითქოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის გამოწვეული ჰიპოთეტური, მოგონილი ოპერაციით – რაც არის ტყუილი, სიცრუე!“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

ინფორმაციისთვის: “ქართული დასის” თავმჯდომარე ჯონდი ბარათურიამ, ტელეკომპანია იმედის გადაცემაში “IMEDI LIVE” განაცხადა, რომ “ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, [საქართველოში] ჩამოსვლამდე ერთი თვით ადრე გაიკეთა კუჭის რეზექცია. ადამიანები, ვისაც ჭარბი წონა აქვთ, კუჭს იპატარავებენ იმისთვის, რომ ცოტა ჭამონ და დასუსტდნენ“.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რაც ამ წლების განმავლობაში უცხო ჩარევებით მივიღეთ – ეს არის კარგად დატრენინგებული აგრესორთა ჯგუფი”...

„მერამდენეჯერ ვრწმუნდებით, რომ ადამიანის უფლებები, ქალების თანადგომა, ბავშვების დაცვა,...

“თავისუფლება უფასოდ, უწვალებლად, უშრომველად და უბრძოლველად არ მოდის” – გიორგი ბარამიძე

გავრცელებული ინფორმაციით, ჩეხეთი სრულიად დამოუკიდებელი გახდა რუსული ნავთობის მომარაგებისგან....

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“უკვე მეორე წელია რაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ეს უბადრუკი ბიომასა საპროტესტო აქციებით ხვდება” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მძიმე შეფასებებით ეხმაურება საპროტესტო აქციების მონაწილეების...

“ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო...

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, ჩატარებულ კვლევაში, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით...