შაბათი, აპრილი 19, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარილარის კურსილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 3-5 დეკემბრის...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 3-5 დეკემბრის პერიოდისთვის

2 დეკემბრის ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 3-5 დეკემბრის პერიოდისთვის.

წინა კვირაც არასტაბილურობით გამოირჩეოდა ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, თუმცა აშშ დოლართან მიმართებაში ისევ სახეზე იყო გამყარების ტენდენცია. იხ. მონაცემები წინა 4 ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული კურსი:

29 ნოემბერი – 2.7178;
30 ნოემბერი – 2.7192;
1 დეკემბერი – 2.7192;
2 დეკემბერი – 2.7117.

ბოლო ვაჭრობაზე ეროვნული ვალუტა კიდევ გამყარდა, 0.0056 ლარით და 1 აშშ დოლარი 3 დეკემბრიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.7056 ლარი.

ეროვნულ ვალუტის არასტაბილური კურსი დაფიქსირდა ევროსთან მიმართებაშიც, თუმცა გაუფასურების ნიშნებით. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული კურსის შესაბამისად 1 ევრო ღირდა:

29 ნოემბერი – 2.8390;
30 ნოემბერი – 2.8196;
1 დეკემბერი – 2.8161;
2 დეკემბერი – 2.8278.

ბოლო ვაჭრობაზე ლარი ევროსთან მიმართებაში კიდევ გაუფასურდა, 0.0188 ლარით და შემდგომი 4 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.8466 ლარი.

ამავე პერიოდში სხვა ვალუტებთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.3163 ლარი
1 თურქული ლირა – 0.1452 ლარი
10 უკრაინული გრივნა – 0.7326 ლარი
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5945 ლარი
1000 სომხური დრამი – 6.8453 ლარი
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.8962 ლარი
10 ჩინური იუანი – 3.8517 ლარი
10 ისრაელის შეკელი – 7.9663 ლარი
100 იაპონური იენი – 2.0176 ლარი

ბოლო ნახევარი თვის განმავლობაში ლარის კურსის გამყარების დინამიკა და სტაბლიზების ნიშნები გამოიკვეთა რუსულ რუბლთან მიმართებაში. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი დაფიქსირდა:

29 ნოემბერი – 4.4599;
30 ნოემბერი – 4.4519;
1 დეკემბერი – 4.4526;
2 დეკემბერი – 4.4258.

2 დეკემბრის ვაჭრობაზე ეროვნული ვალუტა კიდევ გამყარდა 0.0616 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, შემდგომი სამი დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 4.3642 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“არა, თეა, ანწუხელიძე პიარისთვის არ მომკვდარა, ბარბარე რაფალიანცი დაიხრჩო პიარისთვის” – შოთა უტიაშვილი

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ საზოგადოებრივ არხზე დაფიქსირებულ...