spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიანა წითლიძე: მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას" არ მიიღონ ადგილობრივი...

ანა წითლიძე: მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას” არ მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობების კოდექსში ცვლილებები, რადგანაც ეს დააზიანებს დეცენტრალიზაციის პროცესს ქვეყანაში

ცვლილებებს „ადგილობრივი თვითმმართველობების კოდექსში“, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა, არანაირი კავშირი არა აქვს ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებასთან და პირდაპირ მიმართულია იმისკენ, რომ დაასუსტონ საკრებულოები. ეს ეხება ოპოზიციურ საკრებულოებს“, – ამის შესახებ ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრმა ანა წითლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ანა წითლიძემ აღნიშნა, კანონის დღევანდელი რედაქციით, საკრებულოს მიერ ბიუჯეტის ორჯერ ჩაგდების შემთხვევაში, მერის პასუხისმგებლობის და შესაბამისად, მისი ხელახალი არჩევნების გამართვის საკითხი დგება.

შემოტანილი ცვლილებებით, კი იგივე შემთხვევაში, დგება საკრებულოს და არა მერის პასუხისმგებლობის საკითხი. რაც ანა წითლიძის თქმით, არის ნონსენსი, რადგან ბიუჯეტის შედგენაზე, კოდექსის მიხედვით, პასუხისმგებელია მერი და ეს მოცემულობა საკრებულოს პასუხისმგებლობის და შემდგომ მისი დაშლის საბაბი არ შიძლება გახდეს.

ცვლილებებს აქვს ერთადერთი მიზანი, რომ ხელისუფლებამ შეძლოს ოპოზიციური საკრებულოების კონტროლი და ჰქონდეს ბერკეტი, იმ შემთხვევისთვის, თუ ოპოზიციური საკრებულოები არ დაეთანხმებიან ბიუჯეტს, დაშალოს ეს საკრებულოები.

ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ოპოზიცია და არასოდეს, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტებში ადგილებზე არ ვეთანხმებით ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესს, ჩვენ ვიწროპარტიული ინტერესების გამო რისკის ქვეშ არ დავაყენებთ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და მოსახლეობის საჭიროებებს. შესაბამისად, ეს საფრთხე, რისიც ეშინია „ქართულ ოცნებას“, ნამდვილად არ დგას.

მოვუწოდებ ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციას, გამოხატოს პოზიცია ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, რადგან ესაა ის ორგანიზაცია, რომელიც უნდა იყოს მთავარი გარანტორი ადგილობრივი თვითმმართველობების ამ ქვეყანაში.

ასევე მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, იფიქრონ ვიწროპარტიული ინტერესების გარეშე და არ მიიღონ ამ სახით ეს ცვლილებები, რადგანაც ეს დააზიანებს დეცენტრალიზაციის პროცესს ქვეყანაში. ბიუჯეტის ჩაგდებაზე პასუხისმგებლობა ერთნაირად ეკისრებოდეს როგორც საკრებულოს, ისე მერს“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეხლა აღარ გინდათ სალომე ზურაბიშვილი და ცდილობთ ბალასტად ქცეული მოიშოროთ?” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციურ სპექტრში შექმნილ რეალობაზე საუბრობს და...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“აღდგომა დღეს მოგვეცა ყველაზე ნათელი იმედის ნიშანი, მშვიდობიან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი” – სალომე...

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, უნგრეთში ოპოზიციის გამარჯვების ინსპირაციით,...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

18-20 აპრილის ამინდის პროგნოზი – საქართველოში ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის...