spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითორნიკე რიჟვაძე - 2023 წლის აჭარის ბიუჯეტი ითვალისწინებს...

თორნიკე რიჟვაძე – 2023 წლის აჭარის ბიუჯეტი ითვალისწინებს ე.წ. ოცნების ქალაქის მშენებლობის მეორე ფაზის დაფინანსებას

აჭარის მთავრობის სხდომაზე 2023 წლის აჭარის ბიუჯეტის პრიორიტეტების შესახებ იმსჯელეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, პირველად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტმა გადააჭარბა ნახევარ მილიარდ ლარს, 5.2%-ით გაიზარდა და 507 300 000 ლარს შეადგენს:

,,ორნიშნა ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, შესაბამისი ასახვა ჰპოვა საგადასახადო შემოსულობებზე, საგადასახადო გადასახადზე და ის განისაზღვრა 410 მილიონი ლარით, რაც წინა წელთან შედარებით შეადგენს 17.2%-იან ზრდას. აღნიშნული ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი სოციალური, ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურული პროექტი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის პრიორიტეტები, რომელიც მოსახლეობისთვის წარმოადგენს ყველაზე დიდ გამოწვევას. ამ მიმართულებით, 4 მილიონი ლარით განისაზღვრა მომავალი წლისთვის ეკომიგრანტების შესაბამისი საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამა. ჩვენ ვზრდით დაფინანსებას და მომავალი წლისთვის თითოეული ეკომიგრანტი ოჯახისთვის იქნება 40 000 ლარი“, – გაცხადა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე.

2023 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს ე.წ. ოცნების ქალაქის მშენებლობის მეორე ფაზის დაფინანსებას და შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსება განისაზღვრა 17 მილიონი ლარით.

აჭარის 2023 წლის ბიუჯეტით იზრდება ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტი 4 080 000 ლარამდე, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან თითოეულ ოჯახზე თანადაფინანსების წილი 40 000 ლარამდე. გაგრძელდება წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი. ასევე, გაგრძელდება მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება, რისთვისაც 4 500 000 ლარი დაიხარჯება.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი 60 მლნ ლარამდე გაიზარდა და 2023 წელს 50 კმ-მდე გზაზე მოეწყობა ასფალო-ბეტონი, მათ შორის ტურისტული მნიშვნელობის გზებზე.

საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირებისთვის გაიზრდება ხელფასები.

იზრდება მუნიციპალიტეტების დაფინანსება კაპიტალური ტრანსფერების ნაწილში და შეადგენს 168 მლნ ლარს, რომელიც მისცემს საშუალებას მუნიციპალიტეტებს განახორციელონ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეხლა აღარ გინდათ სალომე ზურაბიშვილი და ცდილობთ ბალასტად ქცეული მოიშოროთ?” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციურ სპექტრში შექმნილ რეალობაზე საუბრობს და...

თბილისში ახალი კულტურული სივრცე “სკენე” იხსნება

თბილისში, „ქარვასლას“ შენობაში ღვინის ქართული თეატრი „სკენე“ 17 აპრილს...

“როგორი სხვანაირი იქნებოდა სამყარო, იმის მილიგრამი რომ გვწამდეს და გვჯეროდეს ქრისტე, რამდენიც ვწამვართ და...

იესო ქრისტე, ხალხი და რწმენა ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას შეფასებებში: "პილატე...

11 აპრილი, 15:13 თბილისის დროით – წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა

იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში მყოფი მრევლი და სრულიად სამყარო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

18-20 აპრილის ამინდის პროგნოზი – საქართველოში ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის...