შაბათი, აპრილი 19, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარილარის კურსილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 22-24 ოქტომბრის...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 22-24 ოქტომბრის პერიოდისთვის

21 ოქტომბრის ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 22-24 ოქტომბრის პერიოდისთვის.

რიგ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში გრძელდება ლარის კურსის დასტაბილურება-გამყარების ტენდენცია, მათ შორის, დოლართან მიმართებაში – იხ. მონაცემები წინა 4 ვაჭრობის შედეგად:

18 ოქტომბერი – 2.7645;
19 ოქტომბერი – 2.7627;
20 ოქტომბერი – 2.7660;
21 ოქტომბერი – 2.7657.

ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა ეროვნული ვალუტა, 0.0088 ლარით და 1 აშშ დოლარი 22 ოქტომბრიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.7569 ლარი.

ბოლო კვირაში ევროსთან მიმართებაში არასტაბილური იყო ლარის კურსი. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად 1 ევრო ღირდა:

18 ოქტომბერი – 2.6946;
19 ოქტომბერი – 2.7141;
20 ოქტომბერი – 2.7087;
21 ოქტომბერი – 2.7082.

ბოლო ვაჭრობაზე ეროვნული ვალუტა საგრძნობლად გამყარდა, 0.0233 ლარით და შემდგომი 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.6849 ლარი.

ამავე პერიოდში სხვა ვალუტებთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.0618 ლარი
1 თურქული ლირა – 0.1482 ლარი
10 უკრაინული გრივნა – 0.7465 ლარი
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6262 ლარი
1000 სომხური დრამი – 6.8303 ლარი
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.7239 ლარი
10 ჩინური იუანი – 3.8039 ლარი
10 ისრაელის შეკელი – 7.7155 ლარი
100 იაპონური იენი – 1.8220 ლარი

ლარის კურსმა, რუსულ რუბლთან მიმართებაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში გამყარების შემდეგ, გაუფასურება დაიწყო. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად 100 რუსული რუბლი ღირდა:

18 ოქტომბერი – 4.4583;
19 ოქტომბერი – 4.4714;
20 ოქტომბერი – 4.4694;
21 ოქტომბერი – 4.4913.

21 ოქტომბრის ვაჭრობაზე ეროვნული ვალუტა 0.0104 ლარით გამყარდა და შესაბამისად, შემდგომი სამი დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 4.4809 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“არა, თეა, ანწუხელიძე პიარისთვის არ მომკვდარა, ბარბარე რაფალიანცი დაიხრჩო პიარისთვის” – შოთა უტიაშვილი

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ საზოგადოებრივ არხზე დაფიქსირებულ...