პარასკევი, მარტი 14, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკამოსალოდნელი თუ მოულოდნელი შედეგები? - NDI-ის კვლევები, ივლისი...

მოსალოდნელი თუ მოულოდნელი შედეგები? – NDI-ის კვლევები, ივლისი 2019 წ.

ივლისის თვეში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული გამოკითხვა/კვლევის შედეგები ფართო მსჯელობის საგანი გახდა, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ კვლევებში შეტანილი იყო 20 ივნისის მოვლენების შეფასებაც,

სერიოზულ განსჯას ექვემდებარება ის ფაქტი, რომ კვლევის შედეგების მიხედვით კიდევ უფრო გაზრდილია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, ვისი აზრითაც საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.

ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთა 49% მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება და მხოლოდ 18% თვლის, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, რაც შესაბამისად ერთგვარი ისტორიული ნეგატივის მაქსიმუმი და პოზიტივის მინიმუმია მოქმედი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში.

 

კვლავაც მაღალია ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა – 78 პროცენტს სურვილი აქვს საქართველო იხილოს ევროკავშირის წევრად (ისტორიული მაქსიმუმი 2013 წელს იყო – 83%). NATO-ში ქვეყნის შესვლას გამოკითხულთა 71% ემხრობა.

 

ხელისუფლების სამივე შტო იქნა შეფასებული და კვლევის შედეგები საკმაოდ მძიმეა.

საქართველოს მთავრობა: ნეგატიური დამოკიდებულება 60%, პოზიტიური – 32%;

საქართველოს პარლამენტი: კარგად აფასებს 8%, ცუდად და ძალიან ცუდად – 42%;

სასამართლოები: კარგად აფასებს გამოკთხულთა 10%, ცუდად და ძალიან ცუდად 37%.

საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობას ცუდად აფასებს გამოკითხულთა 40% და მხოლოდ 12% – კარგად.

საყურადღებო ფაქტია, რომ დედაქალაქის მერის საქმიანობა საკმაოდ პოზიტიურადაა შეფასებული. 43% დადებითად აფასებს და მხოლოდ 15% უარყოფითად.

 

მოსახლეობაში სტაბილურად პოპულარულია იუსტიციის სახლები. გამოკითხულთა 58% პოზიტიურად აფასებს და მხოლოდ 8% ნეგატიურად.

მაღალია მართლმადიდებლური ეკლესიის პოპულარობაც: დადებითად აფასებს 64%, უარყოფითად – 5%.

 

პოლიტიკური პარტიების რეიტინგები შემდეგნაირად გამოიყურება კვლევის შედეგების მიხედვით:

“ქართული ოცნება” –  20%;

“ნაციონალური მოძრაობა” – 9%;

“პატრიოტთა ალიანსი” – 4%;

“ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები” – 4%.

საურადღებოა ის ფაქტი, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა, ვისაც გადაწყვეტილი აქვს არჩევნებში მონაწილეობა, არ არის ჩამოყალიბებული, თუ რომელ პარტიას მისცემს ხმას მომავალ არჩევნებში და ასეთია გამოკითხულთა 52%, მხოლოდ 46% არის ჩამოყალიბებული რომელ პარტიას დაუჭერს მხარს.

 

20 ივნისის მოვლენების შეფასებისას, რესპოდენტთა 68 პროცენტი მიიჩნევს, რომ აქციის დაშლისას ხელისუფლებამ გადაჭარბებული ძალა გამოიყენა და მხოლოდ 22% ემხრობა მოსაზრებას, რომ გამოყენებული იყო სათანადო ძალა.

აქვე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ შეკითხვაზე “თუ გადამეტებული ძალა იქნა გამოყენებული, თქვენი აზრით გატარდა თუ არ გატარდა სათანადო ღონისძიებები მათ მიმართ, ვინც გადამეტებული ძალა გამოიყენა”, რესპოდენტთა 71% პროცენტი პასუხობს “არა”, 16% – “დიახ”.

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ბრავო, გიორგი ვაშაძე❗ დიდია შენი წვლილი ამ რეზოლუციის მიღებაში, სადაც ერთ-ერთი პუნქტი მიხეილ სააკაშვილის...

Alde-მ, საქართველოს შესახებ, ნიდერლანდების, გერმანიის და საქართველოს მიერ ინიცირებული...

“თვითმფრინავის ბიჭების” მბრალდებლებსაც და მოსამართლესაც ალბათ მართალი ეგონათ თავი, მაგრამ კი ვხედავთ ისტორიის ვინ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას,...