სამშაბათი, აპრილი 22, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებიბლუმბერგი ბათუმის საინვესტიციო შესაძლებლობებზე სიუჟეტს ამზადებს

ბლუმბერგი ბათუმის საინვესტიციო შესაძლებლობებზე სიუჟეტს ამზადებს

გავლენიანი ტელეკომპანია BLOOMBERG ბათუმის, როგორც საინვესტიციო და მრავალფეროვანი ბიზნეს შესაძლებლობების ქალაქის შესახებ სიუჟეტს ამზადებს. გადამღები ჯგუფის ობიექტივში ქალაქის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებსა და ინფრასტრუქტურასთან ერთად მსხვილი საინვესტიციო პროექტები მოხვდა. სიუჟეტი, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით ბიზნეს სფეროს მილიონობით წარმომადგენელი იხილავს, ყურადღება ბათუმში მიმდინარე ბიზნეს პროექტებსა და ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელ გარემოს დაეთმობა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის საიმიჯო კამპანიებს აქტიურად აწარმოებს წამყვან ტელეკომპანიებთან, რაც ხელს უწყობს ბათუმის, როგორც ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების პოზიციონირებას. წელს, რეგიონს სამიზნე ქვეყნებიდან 200-მდე ჟურნალისტი და ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი სტუმრობდა, რომლის შედეგადაც უცხოურ მედიაში აჭარის შესახებ 700-მდე სტატია, რეპორტაჟი, ფოტო და ბლოგპოსტი გამოქვეყნდა.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო...

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, ჩატარებულ კვლევაში, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით...

“უკვე მეორე წელია რაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ეს უბადრუკი ბიომასა საპროტესტო აქციებით ხვდება” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მძიმე შეფასებებით ეხმაურება საპროტესტო აქციების მონაწილეების...