შაბათი, მაისი 10, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"მზად ვართ, 500 000 ლარი გამოვყოთ, რომ თბილისი...

“მზად ვართ, 500 000 ლარი გამოვყოთ, რომ თბილისი კიდევ უფრო ფერადი გახდეს” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქუჩის მხატვრობის მხარდაჭერის ფარგლებში, ჯამში, 100-მდე კედელია მოხატული, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ხელოვანების მიერ.

როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობაზე განაცხადა, აღნიშნული ნამუშევრები არამარტო აფერადებს ქალაქს, არამედ დამწყებ თუ გამოცდილ ხელოვანებს თავიანთი შემოქმედებისა და ხედვის წარმოჩენის საშუალებას აძლევს.

დედაქალაქის ინფრასტუქტურული განვითარების ფონზე, მისი კულტურული იერსახეც იცვლება და ორგანულ კავშირში ებმება ქუჩის ხელოვნებასთან.

ქალაქების ურბანული იდენტურობისა და მათი მიმზიდველობის მნიშვნელოვან ნაწილად ქცევის პერსპექტივა, ბერლინისა და სხვა ევროპული ქალაქების მაგალითზე, ქართველმა ხელოვანებმა და კურატორებმაც დაინახეს და დასავლური ქვეყნების ურბანისტული კულტურის ორგანულ ნაწილად ქცეული Street Art-ის გადმოტანა, ქართულ რეალობაშიც გადაწყვიტეს. ამას მივესალმებით და მხარს ვუჭერთ.

ჯამში, დედაქალაქის მასშტაბით, უკვე 100-მდე კედელია მოხატული, მათ ავტორებს შორის არიან გამოცდილი უცხოელი არტისტები, ცნობილი ქართველი ხელოვანები და დამწყები ქუჩის მხატვრები, რომელთათვის ეს დიდი გამოწვევა იყო.

ქუჩის მხატვრობის ფესტივალ „ნიკოსა“ და „თბილისი მურალ ფესტის“ ფარგლებში, ასევე კიდევ რამდენიმე ორგანიზაციისა და დამოუკიდებელი ხელოვანის მიერ შექმნილი განსხვავებული თემატიკის ნამუშევრები არამარტო აფერადებს ქალაქს, არამედ ქმნის ისეთ პლატფორმას, სადაც დამწყებ თუ გამოცდილ ხელოვანებს აქვთ საშუალება, წარმოაჩინონ თავიანთი შემოქმედება და ხედვა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მოადგილეებს დაავალა, რომ ქუჩის მხატვრობა მეტად წახალისდეს და ამ მიზნით, ახალგაზრდა ხელოვანებთან შეხვედრა გამართონ.

მინდა, დავავალო ჩემს მოადგილეებს, რომ კიდევ ერთხელ შეხვდეთ ამ დარგის წარმომადგენლებს და მაქსიმალურად დავეხმაროთ. 2019 წელს, დაახლოებით, 100 000 ლარი გამოვყავით მსგავსი პროექტების განსახორციელებლად. ეს თანხები ყოველწლიურად იზრდება. მზად ვართ, 500 000 ლარი გამოვყოთ, რომ თბილისი კიდევ უფრო ფერადი გახდეს. ახალგაზრდებს კი თავიანთი ნიჭის განვითარების შესაძლებლობა მიეცეთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ნუთუ დიფ სტეიტმა მოულოდნელი ფლანგიდან დაგვარტყა?!” – ზაზა ბიბილაშვილი

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

თბილისის ვიცე-მერი სადგურის მოედნის მიმდებარედ დამწვარ ბაზრობაზე არსებულ ვითარებას გაეცნო

2 მაისს, თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე სადგურის მოედნის მიმდებარედ...

თბილისის მერია ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს ფინანსურად დაეხმარება – კახა კალაძის განმარტებები

თბილისის მერია ამუშავებს დახმარების პაკეტს, რომლითაც სადგურის მოედანთან არსებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...