spot_img
მთავარისხვადასხვაბატონი კობახიძე ამ თაღლითობას ვერ გაიტანს და ვერავინ...

ბატონი კობახიძე ამ თაღლითობას ვერ გაიტანს და ვერავინ “გაუპრავებს” – გიორგი ვაშაძე

პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, პარლამენტის დეპუტატი გიორგი ვაშაძე მწვავე შეფასებას აკეთებს პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებაზე “საარჩევნო კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით,. ოპოზიციონერ ლიდერს მიაჩნია, რომ ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 70% უბნებში ელექტრონული სისტემის დანერგვა დანარჩენ უბნებში არჩევნების გაყალბების წინაპირობაა:

არჩევნებში ელექტრონული სისტემის დანერგვას პირველი ჩვენ ვითხოვდით, ოღონდ არა 70%-ში არამედ 100%-ში.

მაღალმთიანი რეგიონები და ეთნიკური უმცირესობით დასახლებული ადგილები უნდათ, რომ გაყალბებისთვის დაიტოვონ – აი ეს არის რეალობა თუ რატომ გამოვიდა ამ ინიციატივით კობახიძე, სამ წელიწადში თუ ორ წელიწადში ვერ შევძლებთ ასივე პროცენტის დაფარვასო.

რას დავფარავო?!

სადაც ნაკლებად ქონდათ რესურსი გაყალბების და სადაც მეტად ვაყლაბებდიო იმ უბნებს დავიტოვებ ისე, როგორც არისო – აი ამ თაღლითობასაც აუცილებლად საზოგადოებას ვეტყვით და ვამხელთ არა 70% არამედ 100%.

ასივე პროცენტში უნდა იყოს და თუ ვინმემ მეტყვის, რომ ასივე პროცენტში შეუძლებელია, ის არის ჩვეულებრივი მატყუარა და თაღლითი. ჩვენ ამ თაღლითობაში არ გავყვებით და კობახიძეს ვეუბნები არა 70% არამედ 100 % ასივე პროცენტი უნდა დაიფაროს.

ჩვენი ინიციატივა იყო ეს, ტექნოლოგიების გამოყენება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასივე პროცენტი უნდა იქნას გამოყენებული. ნინოწმინდაში რომ მეტყვის არ არის რეგიონული ცენტრი და ამიტომ არ ვაყენებ ამ აპარატურასო ეს ნიშნავს, რომ უნდათ არჩევნები გააყალბონ.

2018 წლის არჩევნები, რომელიც ნახეთ გოგაშვილის ფაილებში რითი გაძვრნენ, მე ვიყავი აქეთ მხარეს შტაბის უფროსი ნინოწმინდით, ახალქალაქით, გარდაბნით, დმანისით, აჭარის მაღალმთიანით, სადაც მთლიანად ტოტალურად გაყალბეს, განა უბრალოდ გაყალბეს, არამედ მთლიანად გაყალბეს გადაწერეს ოქმები.

პირდაპირ თქვა ამ ადმიანმა – რეგიონის ცენტრებში და დიდ ქალაქებში, ასე თქვა კობახიძემ ანუ რატომ თქვა ეს, რომ მერე გამოვიდეს და აი რა კარგია 70%?! მაგრამ მე პირიქით ვეუბნები – ჯერ დავფაროთ ის პატარა რაიონები და მერე დავფაროთ თბილისი. თბილისში გაყალბების მექანიზმი უფრო ნაკლებია ვიდრე ნინოწმინდაში. ნინოწმინდის ხმებით გვიბალანსებს საკუთარ პროცენტს ბატონი კობახიძე ჰოდა ამ თაღლითობას ვერ გაიტანს და ვერავინ “გაუპრავებს”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...