spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"ქალაქის მერს ქალაქის მართვა და მოსახლეობის პრობლემების მოგვარება,...

“ქალაქის მერს ქალაქის მართვა და მოსახლეობის პრობლემების მოგვარება, მხოლოდ ქალაქში სელფის ჯოხით სიარული და ჟურნალისტებთან კეკლუცი ჰგონია” – გიორგი ვაშაძე

პოლიტიკური პლატფორმა “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, პარლამენტის დეპუტატი გიორგი ვაშაძე დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს თბილისში არსებული პრობლემების გამო მწვავედ აკრიტიკებს:

თბილისის მერი ტელევიზიასთან და ჟურნალისტებთან კეკლუცის ნაცვლად, რომ თითქოს დიდი აღმშენებლობა მიმდინარეობს ქალაქში და გული შესტკივა ქალაქის მაცხოვრებლების პრობლემებზე, უმჯობესია იმ საკითხით დაინტერესდეს, რომ თვეობით გადათხრილია ქუჩები და ნახოს რა მდგომარეობაშია იქ არსებული მტვერისა და ბუღის გამო მოსახლეობა, ან რა ხდება უკანონო, უკონტროლო მშენებლობებთან დაკავშირებით, ლამის ყველა სკვერში და პარკში მრავალსართულიან კორპუსებს რომ დგამენ.

ეს არის ქალაქის მართვა? ვერავინ დამარწმუნებს, რომ თითქმის ერთი წელი სჭირდება ერთი ქუჩის პატარა მინაკვეთის რეაბილიტაციას. რა ხდება თუნდაც მელიქიშვილის ქუჩასთან დაკავშირებით, თვეობით გადათხრილია, რაც აფერხებს ქალაქში გადაადგილებას.
გაესაუბროს იქ მცხოვრებ მოსახლეობას, რა პირობებში უწევთ ცხოვრება.

სამწუხაროა, რომ ქალაქის მერს ქალაქის მართვა და მოსახლეობის პრობლემების მოგვარება, მხოლოდ ქალაქში სელფის ჯოხით სიარული და ჟურნალისტებთან კეკლუცი ჰგონია”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“პრემიერის” აქტით გენერალ-მაიორად შერაცხული გაუყენეს რუსული ხომალდის გზას” – ნიკა გვარამია

მმართველ გუნდში განხორციელებილ საკადრო ცვლილებების გამომწვევ სკანდალურ მიზეზებზე აკეთებს...

“დიალოგი თუ ილუზია: რა არ გვესმის რუსეთის პოლიტიკაში” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

საბჭოთა კავშირი დაიშალა, თუმცა რუსეთის ფედერაციის იმპერიული ამბიციები არსად...

“მიშა ქართულ პოლიტიკაში არის ეპოქა, მოვლენა, რომელმაც შეუძლებელი შესაძლებლად აქცია” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ წარსულში ჩავრჩით და ჩვენი ტრავმებით ვიცხოვრეთ, ქვეყანა ჩარჩება წარსულში” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დიალოგი თუ ილუზია: რა არ გვესმის რუსეთის პოლიტიკაში” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

საბჭოთა კავშირი დაიშალა, თუმცა რუსეთის ფედერაციის იმპერიული ამბიციები არსად...

“მიშა ქართულ პოლიტიკაში არის ეპოქა, მოვლენა, რომელმაც შეუძლებელი შესაძლებლად აქცია” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

“ქოცები ქართველებს ეპყრობიან, როგორც ოკუპირებულ ხალხს” – მიხეილ სააკაშვილი

ჯარიმებთან დაკავშირებით მძიმე შეფასება-განმარტებებს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...