spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება არის აბსოლუტური სიცრუე" -...

“სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება არის აბსოლუტური სიცრუე” – დაჭრილი მსჯავრდებულის დედა

პენიტენციურ სისტემაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გაკეთებულ განცხადებას უნდობლობას უცხადებს დაჭრილი მსჯავრდებულის, გურამ სვანიძის დედა, ნათია შენგელია:

გამაგებინეთ, რანაირად მოხდა ჩემი შვილის ხელში იარაღი?! რანაირად მოხდა?

ის, რაც დაიდო ფეისბუქზე – სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება არის აბსოლუტური სიცრუე, საერთოდ არ უნდა ყოფილიყო იარაღიანი ადამიანი ჩემი შვილის ოთახში და მით უმეტეს, ცვლა იყო თუ არა, ექიმის გარეშე არაფერი არ უნდა ჩატარებულიყო… და ყველაფერი არის სიცრუე,” – აცხადებს ნათია შენგელია.

ვიღაცამ იარაღი მისცა თავის მოსაკლავად“, – აცხადებს ოჯახის ახლობელი.

ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა მსჯავრდებულის ადვოკატმა, ზურაბ როსტიაშვილმა და განმარტებებს აკეთებს, თუ მისი აზრით რა მოხდა და რა მოიმოქმედა მსჯავრდებულმა:

ბადრაგმა ფაქტიურად საშუალება მისცა [მსჯავრდებულს] იარაღი ამოეღო, ამის შემდგომ იღებს ამ იარაღს, ის თანამშრომელი გაიქცა, თუმცა მას შეეძლო დაეჭირა [მსჯავრდებული], როცა კაბურას ხსნიდა.

აქ სავარაუდოდ ფსიქიკურად დაავადებულთან გვაქვს საქმე, მაგრამ რატომ მიეცა საშუალება, ისე რატომ დაუდგა და რატომ მისცეს საშუალება იარაღი რომ აეღო?!” – აცხადებს ადვოკატი.

ინფორმაციისთვის: სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ “2022 წლის 20 აგვისტოს დილის საათებში, ცვლის გადაბარების დროს, ბრალდებული პატიმარი გ.ს. უკნიდან მიეპარა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს თანამშრომელს, რომელსაც ამოაცალა სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი და უმისამართოდ ერთი გასროლა განახორციელა, რის შემდეგაც ესკორტირების სამმართველოს თანამშრომლების მისამართით განახორციელა მეორე გასროლა (გასროლის შედეგად არავინ დაზარალებულა). ამის შემდეგ, იმავე იარაღიდან თავის არეში მიიყენა დაზიანება“.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დედა დამიბრუნეთ😣…” – ელისო კილაძის შვილი

სოციალურ ქსელში მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის შვილი...

“ზარქუამ, არანაირი უკანდახევა არ იქნებაო… მართლაც უპრეცედენტო გმირობაა მისი მხრიდან!” –

ირაკლი ზარქუას პოზიციას, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით მიღებულ...

“ივანიშვილის რეჟიმი სინამდვილეში თიხის ფეხებზე დგას, აღარც შიგთავსი აქვს და აღარც რამე საყრდენი” –...

ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური...

“სანამ საკუთარ თავს და ძალას არ ვირწმუნებთ, მარცხის გამარჯვებას ვიზეიმებთ სულ!” – ლელა ჯეჯელავა

ქვეყანაში შექმნილ რეალობასა და საზოგადოების მიდგომებზე აკეთებს მინიშნებებს ანალიტიკოსი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

“ნარკომანიის და კრიმინალის ზეობის ხანაში სააკაშვილის ნულოვან ტოლერანტობაზე ვინც ღელავდით, ახლა ნახეთ კობახიძის ნულოვანი...

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ შედარება-მინიშნებებს აკეთებს,...

“ზარქუამ, არანაირი უკანდახევა არ იქნებაო… მართლაც უპრეცედენტო გმირობაა მისი მხრიდან!” –

ირაკლი ზარქუას პოზიციას, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით მიღებულ...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“ქოცებო, ძალიან გთხოვთ, კაცობაზე, ქართველობაზე, ტრადიციებზე და ოჯახის სიწმინდეზე ნუ გველაპარაკებით…” – ნინო ლომჯარია

ელენე ხოშტარიასთან ხოშტარიასთან დაკავშირებული ფაქტების გამო ემოციურ პოსტს ავრცელებს,...