spot_img
მთავარისხვადასხვაცესკო არჩევნებში ჩართულ მხარეებს 1 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის...

ცესკო არჩევნებში ჩართულ მხარეებს 1 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის აკრედიტაცია/რეგისტრაციის ვადებს შეახსენებს

პირველ ოქტომბერს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სამ საარჩევნო უბანზე ჩატარდება.

არჩევნების დანიშვნის შემდეგ საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის შესაბამისად არჩევნებთან დაკავშირებულ საქმიანობებს ახორციელებს. საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, პერიოდულად იგეგმება ცესკოსა და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში სხდომების გამართვა არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. ამ პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა კი, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის როგორც ყოველთვის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

მოგმართავთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს, როგორც მედიას, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს დროულად გაიაროთ კანონმდებლობით გაწერილი პროცედურები ცენტრალურ ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციისა და აკრედიტაციის მისაღებად. აღნიშნული მოგცემთ შესაძლებლობას, რომ გქონდეთ სრული ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ, შეუფერხებლად შეძლოთ ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრება, საარჩევნო პროცესებზე დაკვირვება და გაშუქება.

ინფორმაცია შუალედური არჩევნების აკრედიტაცია/რეგისტრაციის ვადების და წესების შესახებ იხილეთ ბმულზე:

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ცესკოს ვებგვერდს – cesko.ge ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე – 2 51-00-51.

ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...