spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითორნიკე რიჟვაძე - "არავის მივცემთ ქალაქისთვის ყველაზე მთავარი...

თორნიკე რიჟვაძე – “არავის მივცემთ ქალაქისთვის ყველაზე მთავარი პროგრამის, “ბათუმი ავარიული სახლების გარეშე” დისკრედიტაციის და მით უმეტეს გაჩერების შესაძლებლობას”

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განცხადება გააკეთა სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანასთან დაკავშირებით, რომელშიც ნინო ლომჯარიას აპარატი პარლამენტის მიერ 23 ივნისს მიღებული ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობას და მის შეჩერებას ითხოვს.

თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ბათუმისთვის ავარიულის სახლები ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და არავის მიეცემა ქალაქისთვის ყველაზე მთავარი პროგრამის დაზიანების, დისკრედიტაციის და მით უმეტეს გაჩერების შესაძლებლობა:

,,იმ ღონისძიებებზე, რომელიც ტარდება ავარიული სახლების პროგრამის ასამოქმედებლად და სადაც ჩვენ უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მაქსიმალური მხარდაჭერა გამოგვიხატა, სახალხო დამცველმა და ალბათ სახალხო უნდა მოვაშოროთ და ნაცებთან შეზრდილმა, ნაცების დამცველმა, როგორც ყველა კარგ საქმეზე, მიიტანა იერიში. გაასაჩივრა საკონსტიტუციო სასამართლოში. აუცილებლად დავიცავთ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს, არავის მივცემთ ამ მართლაც მნიშვნელოვანი, ქალაქისთვის ყველაზე მთავარი პროგრამის დაზიანების, დისკრედიტაციის და მით უმეტეს გაჩერების შესაძლებლობას“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ბათუმის მუნიციპალიტეტმა, შესაბამის ორგანოებთან ერთად მოახერხა რომ დაეწყო ოთხი პროექტი იმ ფინანსური რესურსით, რომელიც იქნა ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გამოყოფილი და დაახლოებით 200-ზე მეტი ოჯახი მერიის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში მიიღებს შესაბამის საცხოვრისს.

თორნიკე რიჟვაძემ მოუწოდა სამშენებლო სექტორს, დეველოპერულ სექტორს, რომ მაქსიმალურად მალე მიაღწიონ შეთანხმებებს მოსახლეობასთან, რომ შესაძლებელი გახდეს ამ პროგრამის კიდევ უფრო დიდი მასშტაბებით ამოქმედება. – ,,სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს რომ ეს პროგრამა განხორციელდეს კეთილსინდისიერად და ის გეგმა რომელიც გვაქვს,რომ 2025 წლისთვის განხორციელდეს ყველა ოჯახის დაკმაყოფილება, უნდა იქნას მიღწეული, როგორც მთავრობის ასევე კერძო სექტორის და მერიის აქტიური ჩართულობით“ – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ივანიშვილის კრიმინალურმა სინდიკატმა ფეხზე დაიკიდა ტურიზმი და მთელია აქცენტი გააკეთა რუსების და სხვა უცხოელებისთვის...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ტურიზმის სექტორში შექმნილ სიტუაციას...

“აღდგომა დღეს მოგვეცა ყველაზე ნათელი იმედის ნიშანი, მშვიდობიან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი” – სალომე...

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, უნგრეთში ოპოზიციის გამარჯვების ინსპირაციით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

18-20 აპრილის ამინდის პროგნოზი – საქართველოში ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის...