spot_img
მთავარისაერთაშორისო ურთიერთობები"სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობას, ლარსის...

“სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობას, ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად ასევე განხილული ყოფილიყო საზღვაო ტრანსპორტიც” – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებას ავრცელებს სომხეთიდან და სომხეთში ტრანზიტული ტვირთების ტრანსპორტირებისას შექმნილ მდგომარეობასა და ამ მხრივ კონკრეტული ალტერნატივების განხილვასთან დაკავშირებით:

საქართველოს სატრანზიტო კორიდორი გადატვირთულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უწყვეტად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, სატვირთო ნაკადების მართვა მნიშვნელოვანწილად გართულებულია.

სომხეთ-რუსეთს შორის „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტი ერთადერთი დამაკავშირებელი სახმელეთო პუნქტია, რომელზეც გადატვირთულობის გამო, ტრანზიტული ტვირთების დამუშავება ხშირად რამდენიმე კვირა გვიანდება, რაც მალფუჭებადი პროდუქტებისა და საკვების შემთხვევაში, ასევე ესენციური პროდუქტების ნაწილში მნიშვნელოვან გამოწვევებს უქმნის სომხეთის რესპუბლიკას.

ხსენებული პრობლემატიკიდან გამომდინარე, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობას, ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად ასევე განხილული ყოფილიყო საზღვაო ტრანსპორტიც, რომელიც საკვები და მალფუჭებადი, ასევე ესენციური პროდუქტების ნაწილში სომხეთის ტრანზიტულ ტვირთს დაამუშავებს.

სომხეთის რესპუბლიკა, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნია, ტრადიციულად სარგებლობს საქართველოს ნავსადგურებით და აწარმოებს საერთაშორისო ვაჭრობას.

ამ მხრივ, ნიშანდობლივია, რომ საქართველო საერთაშორისო კონვენციის – „იმ სახელმწიფოთა სატრანზიტო ვაჭრობის შესახებ, რომელთაც არა აქვთ გასასვლელი ზღვაზე” წევრია. ამ კონვენციის შესაბამისად, ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ ზღვასთან თავისუფალი დაშვება და იყვნენ ზღვისპირა სახელმწიფოებთან თანაბარ პირობებში ზღვაზე თავისუფალი გასასვლელის გამოყენების მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...