შაბათი, ივნისი 28, 2025
29.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"მოვუწოდებთ პრეზიდენტს, გაუმჭვირვალე და ფორმალური პროცესით შერჩეული არცერთი...

“მოვუწოდებთ პრეზიდენტს, გაუმჭვირვალე და ფორმალური პროცესით შერჩეული არცერთი კანდიდატი არ წარუდგინოს პარლამენტს” – პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი” ცესკოს თავმჯდომარისა და წევრის კანდიდატურებთან დაკავშირებით

ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების ვაკანტურ პოზიციებზე წარდგენილ კანდიდატურებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი”:

საჯარო გახდა კანდიდატთა სია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრების ვაკანტურ პოზიციებზე.

პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით აქვს ვალდებულება, რომ ფორმალურად კი არ მიუდგეს ცენტრალური კომისიის წევრებისა და თავმჯდომარის შერჩევის საკითხს, არამედ დამოუკიდებელი შესარჩევი კომისიით, 19 აპრილის შეთანხმების პირობების დაცვით, საერთო კონსესუსით, შეარჩიოს ნამდვილად მიუკერძოებელი კანდიდატები, რომ გვყავდეს რეალურად თავისუფალი, დამოუკიდებელი ადმინისტრაცია და გაიზარდოს ნდობა არჩევნების მიმართ.

პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, რომ მისი ფორმალისტური მიდგომა ამ პროცესის მიმართ არ ამცირებს, პირიქით, ზრდის მის პასუხისმგებლობას სამართლიანი არჩევნების და ხელისუფლების მშვიდობიანად, არჩევნების გზით გადაცემისთვის, რისთვისაც ხელსაყრელ პირობებს ნამდვილად არ ქმნის მმართველი პარტიის მიერ ერთპარტიულად დანიშნული ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებისა და თავმჯდომარის მესამეჯერ პარლამენტისთვის წარდგენა.

ამასთან, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, იოსებ გოგაშვილის ფაილებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თუ რა მასშტაბის, როგორი ტოტალური იყო და არის საარჩევნო მანიპულაცია და ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე ზემოქმედება.

სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ პრეზიდენტს, გაუმჭვირვალე და ფორმალური პროცესით შერჩეული არცერთი კანდიდატი არ წარუდგინოს პარლამენტს და მოხდეს ახალი, სამართლიანი პირობებით არჩეული, კონსესუსზე დაფუძნებული, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კონკურსანტების შეთავაზება პარლამენტისთვის”, – ნათქვამია “სტრატეგია აღმაშენებლის” განცხადებაში.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

გიორგი ვაშაძე: “მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ გამარჯვებას!”

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში დიდ...

“ეს არის ბრძოლა საქართველოსთვის, შვილების უკეთესი და დაცული მომავლისთვის” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ პირველ წერილში,...

“ამ ქოცებში, თუნდაც მის “განათლებულ” ნაწილში, ნუთუ ერთი ღირსეული, თუ არა ადეკვატური არსება არ...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...