spot_img
მთავარირეგიონის ამბებითორნიკე რიჟვაძე: აჭარაში ტურიზმი სწრაფი ტემპით დაუბრუნდა 2019...

თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში ტურიზმი სწრაფი ტემპით დაუბრუნდა 2019 წლის მონაცემებს

აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ აჭარაში ტურიზმი სწრაფი ტემპით დაუბრუნდა 2019 წლის მონაცემებს. პოზიტიური დინამიკა შეინიშნება, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ტურიზმის მიმართულებით. რეგიონში გააქტიურებულია კულტურული ცხოვრება, საერთაშორისო ფესტივალები, რაც მნიშვნელოვანია როგორც აჭარის მცხოვრებლებისთვის, ისე ჩვენი სტუმრებისთვის:

ტურიზმის აღდგენასთან დაკავშირებით მინდა საზოგადოებას მივაწოდო განახლებული ინფორმაცია. ყველა პარამეტრით აღდგენილია 2019 წლის ტურისტული ნაკადების დინამიკა და უნდა ითქვას, რომ აჭარა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამორჩეულია კულტურული ცხოვრების თვალსაზრისით.

არაერთი მნიშვნელოვანი ფესტივალი ჩატარდა ქალაქში, რაც მნიშვნელოვანია როგორც აჭარის მცხოვრებლებისთვის, ასევე ტურისტებისთვის.

მინდა აღვნიშნო, რომ ტურისტული და სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში. ქედასა და შუახევში უკვე მოეწყო ახალი, თანამედოვე ველო ინფრასტრუქტურა. ასევე, ქობულეთში დასრულდა ახალი ბულვარის მშენებლობა. ჯვარიმინდორზე შუახევში მოეწყო ახალი ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ინფრასტრუქტურა. აშენდა ეთნოსოფელი მაჭახელაში, რომელიც მნიშვნელოვანია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისთვის“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის ადმინისტრაციის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილის კრიმინალურმა სინდიკატმა ფეხზე დაიკიდა ტურიზმი და მთელია აქცენტი გააკეთა რუსების და სხვა უცხოელებისთვის...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ტურიზმის სექტორში შექმნილ სიტუაციას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...