spot_img
მთავარიIV ხელისუფლება"ჩვენ არ დავეხმარებით პრორუსულ ძალებს მათი მოღალატეობრივი იდეების...

“ჩვენ არ დავეხმარებით პრორუსულ ძალებს მათი მოღალატეობრივი იდეების გავრცელებაში” – ტელეკომპანია “მთავარი არხი”

ტელეკომპანია “მთავარი არხი” განცხადებას ავრცელებს მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე, რომ ეთერს არ დაუთმობს ანტიდასავლური ორგანიზაციების და ხელისუფლებისგან მართული მოძალადეების მიტინგებს, ბრიფინგებსა თუ სხვა ღონისძიებებს:

ჩვენ არ ვუთმობთ ეთერს მოძალადეებს.

“მთავარი არხის” გადაწყვეტილებით, ეთერი არ დაეთმობა “კონსერვატიული მოძრაობის”, “ალტ-ინფოს” ან სხვა მსგავსი ანტიდასავლური ორგანიზაციების და ხელისუფლებისგან მართული მოძალადეების მიტინგებს, ბრიფინგებსა თუ სხვა ღონისძიებებს.

ჩვენ არ დავეხმარებით პრორუსულ ძალებს მათი მოღალატეობრივი იდეების გავრცელებაში, საქართველოსთვის დამღუპველი პროპაგანდის წარმოებაში და საზოგადოებაში ძალადობრივი იმპულსების გაღვივებაში.

“მთავარი არხის” ეთერი მათი იდეებისთვის ჩაკეტილია, თუმცა აუცილებლად გავაშუქებთ მათ მიერ ჩადენილ ყველა დანაშაულს, თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობაზე და კრიმინალურ ქმედებებს, რასაც მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა, მაგალითად, 2021 წლის 5 ივლისს.

ასევე დაყოვნების გარეშე მოგაწვდით ინფორმაციას მათი დაკავების, გასამართლების ან დასჯის შესახებ. ამ ადამიანების ადგილი ციხეშია და არა სატელევიზიო ტრიბუნასთან.

“მთავარი არხი” გისურვებთ მშვიდობას.

მთავარი ხართ თქვენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...