spot_img
მთავარისხვადასხვა"მთავარი შესასრულებელი პუნქტებია „დეოლიგარქიზაცია“ და „ქართული ოცნების“ მმართველობის...

“მთავარი შესასრულებელი პუნქტებია „დეოლიგარქიზაცია“ და „ქართული ოცნების“ მმართველობის დასრულება” – სერგო ჩიხლაძე

„სტრატეგია აღმაშენებელი“ ევროპარლამენტში აღმოსავლეთ პარტნიორობის გაფართოებისა და სამომავლო პერსპექტივების საკითხებზე გამართულ „მრგვალი მაგიდის“ შეხვედრაში მონაწილეობს.

მრგვალი მაგიდა ეწყობა ევროპარლამენტში „RenewEurope”-ის და ემანუელ მაკრონის პარტიის „Republic enMarche“-ის ორგანიზებით.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე ევროპარლამენტში გამართულ „მრგვალ მაგიდას“ პარტიის სახელით ესწრება. ჩიხლაძის თქმით საკითხები, რომელსაც „მრგვალ მაგიდასთან“ პარტიის სახელით დააყენებს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესები, დეოლოგარქიზაცია და ევროკომისიის რეკომენდაციების აღსრულება იქნება, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაუწესა:

„სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით ვესწრები ევროპარლამენტში გამართულ „მრგვალ მაგიდას“ აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებზე. ამ შეხვედრის ორგანიზატორები არიან „Renew Europs”-ი, მესამე უმსხვილესი ფრაქცია ევროპარლამენტში და მასში შემავალი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის პარტია „Republic en Marche“.

ჩემს მიერ დაყენებული იქნება 3 ძირითადი საკითხი, რომელსაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით დავაყენებ:

1. დემოკრატიის კუთხით, საქართველოში არსებული საფრთხეები;

2. ევროკომისიის რეკომენდაციების აღსრულება, რომელიც საქართველოს დაუწესა ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად;

3. ოლიგარქიული რეჟიმის ცვლილების აუცილებლობა.

ხაზგასმით ვიტყვი, რომ ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილება წლის ბოლომდე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მისი მომავლისთვის, მაგრამ ამისთვის მთავარი შესასრულებელი პუნქტებია „დეოლიგარქიზაცია“ და „ქართული ოცნების“ მმართველობის დასრულება.

ჩვენს პარტნიორებს მოვუწოდებ, ერთის მხრივ გააგრძელონ საქართველოს უწყვეტი მხარდაჭერა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, მეორეს მხრივ კი ძალიან მკაფიო, მწვავე გზავნილები გააგზავნონ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის მიმართ, პირადი სანქციების ჩათლით.

საზოგადოება და პოლიტიკური ძალები საქართველოში მზად არიან ოლიგარქიული რეჟიმის დასასრულებლად და ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად. ეს საკითხები იქნება ჩემს მიერ „მრგვალ მაგიდასთან“ დაყენებული“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...