ორშაბათი, მარტი 17, 2025
12.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებებიგურიის პოლიციის თანამშრომლებმა ოზურგეთში ახალშობილი გადაარჩინეს

გურიის პოლიციის თანამშრომლებმა ოზურგეთში ახალშობილი გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარე წლის 16 აგვისტოს, გამთენიისას, ოზურგეთის საავადმყოფოდან შევიდა შეტყობინება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანეს მშობიარობის შემდგომი გართულებებით ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ჩვილი თან არ ჰყავდა.

ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიულად დაადგინეს ახალგაზრდა ქალის საცხოვრებელი ადგილი და დაუყოვნებლივ გავიდნენ აღნიშნულ მისამართზე. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ჩვილი თხილის ბაღში მიტოვებული იპოვეს.

ახალშობილი სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობაში იმყოფებოდა. პოლიციელებმა დაუყოვნებლივ სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. ვიდრე მედიკოსები მივიდოდნენ, სამართალდამცველებმა პატარას თავად აღმოუჩინეს პირველადი დახმარება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკმა არსენ ახალკაცმა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ჩვილი ჩაიხუტა და საკუთარი სხეულის ტემპერატურით უნარჩუნებდა სიცოცხლეს.

სასწრაფო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა ჩვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

კონფერენცია – “საქართველო, უკრაინა და თანამედროვე მსოფლიო”

16 მარტს დაგეგმილი კონფერენციის თაობაზე განმარტებებს აკეთებს "მოძრაობა -...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მმართველმა ძალამ თუ არ მოთოკა აგრესია პარტნიორების მიმართ, სამუდამოდ დაასამარებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას” – არჩილ...

საქართველოსთან მიმართებაში შესაძლო საფრთხეებზე საუბრობს ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია: "არავის...

“მთავარი ნარკორეალიზატორი ქვეყანაში არის “ქართული ოცნება”, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს” – პაატა მანჯგალაძე

პარლამენტში ანტინარკოტიკული კანონმდებლობის განხილვები იწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებებს...

“მთელი ცხოვრება ჩმორი მაინც და მაინც ამ სტიქიურ უბედურებაში აბლატავდა” – შალვა ნათელაშვილი არჩილ...

დიდთოვლობის დროს, გურიაში სტიქიის ზონაში, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, არჩილ...

“ამით, პირველ რიგში, აშშ-ს საუკუნოვანი გლობალური ფუნქცია დაამსხვრია…” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი თეთრი სახლის სკანდალურ პრესკონფერენციას ეხმიანება აშშ-ს...