spot_img
მთავარიანალიტიკა"ჩვენი ის კი არ უნდა მივიღოთ რასაც გვირჩევენ...

“ჩვენი ის კი არ უნდა მივიღოთ რასაც გვირჩევენ და მოგვცემენ, არამედ ის რაც ჩვენ გვჭირდება და მოვითხოვთ!” – ლევან ნიკოლეიშვილი

ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შემთხვევაში, დამდგარ შედეგთან მიმართებაში, საზოგადოების დამოკიდებულების კონკრეტული ვარიანტები აქვს განხილული პოლიტიკის მეცნიერების დოქტორს, ანალიტიკოს ლევან ნიკოლეიშვილს:

… და რომ არ მოგვცენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რა ვქნათ, რა გვეშველება? დარწმუნებული ვარ ასე არც თუ ისე ცოტა ადამიანი ფიქრობს, მაგრამ…

დავიწყოთ იმით, – თუ მივიღეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ნამდვილად კარგია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალიან ბევრი შრომა მოგვიწევს (რაც ასევე კარგია, ფორმაში ვიქნებით!). ოღონდ თუ როდის გავხდებით წევრები, ისევ და ისევ, დამოკიდებული იქნება შესაბამის პოლიტიკური გადაწყვეტილებაზე და დასავლეთისთვის შესაფერის გარემოებებზე.

… და ისევ ის კითხვა, – რომ არ მოგვცენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რა ვქნათ, რა გვეშველება?

პასუხი:

1. ეს არ იქნება ეროვნული ტრაგედია, როგორსაც შეეცდება რადიკალური ოპოზიცია წარმოაჩინოს და ხელისუფლებას გადააბრალოს. თუმცა უკეთესი იქნება მათაც და ხალხმაც კარგად გაიხსენოს, რეალურად სწორედ მათ, კატეგორიულად არ უნდოდათ, რომ ახლა მიგვეღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი – მიზეზი კი, რახან ხელისუფლებაში არ არიან, მათ არ ჩაეთვლებოდათ „წარმატებაში“.

2. ხელისუფლებამ და საზოგადოებამ უნდა გააგრძელოს მუშაობა იმისათვის, რომ ქვეყანა სტაბილური, მშვიდობიანი და განვითარებული გახდეს. როგორ? ჩვენივე ძალებს პლუს ორმხრივი ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყნებთან. ჩვენ გვაქვს ამის შესაძლებლობა, უბრალოდ მკაცრი პასუხი უნდა გაეცეს ეროვნული თუ სახელმწიფო ინტერესების, ჩვენი დედა ეკლესიის, ტრადიციული რელიგიების, ისტორიის, კულტურის, განათლების თუ ჯანსაღი ცხოვრების წესის მოწინააღმდეგეებს!

3. ფსევდოლიბერალური ძალები, უცხოურმა ლობისტები, დეზინფორმატორები და ცილისმწამებლები მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოში უნდა მოექცნენ, რაც აუცილებლად შეამცირებს პოლიტიკური დაძაბულობის პერიოდულ გამოვლინებებს, საბოლოდ კი ქვეყანას სწრაფად განვითარების საშუალებას მისცემს. ქალბატონებო და ბატონებო, გვექნება კანდიდატის სტატუსი კარგია, მაგრამ თუ არ გვექნება ტრაგედია არაა (მაგალითად, ისრაელი არც ნეიტრალური სახელმწიფოა, არც ნატო-ს წევრია და არც ევროკავშირის)!!!

არას შემთხვევაში, უფრო უნდა გამოვფხიზლდეთ, რომ ჩვენ თავს ჩვენვე მივხედოთ, მეგობრების და სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით, ოღონდ ილუზიებით კვებას ნუ შემოგვთავაზებენ და ნურც „უფროს ძმობას“ (ბევრი გვყავდა ისტორიის მანძილზე, და გამოცდილებიდან გამომდინარე ვერ ვეგუებით) ნუ გადაწყვეტენ.

მთავარი პრინციპი კი მარტივი გახლავთ: ჩვენი ის კი არ უნდა მივიღოთ რასაც გვირჩევენ და მოგვცემენ, არამედ ის რაც ჩვენ გვჭირდება და მოვითხოვთ!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლევან ნიკოლეიშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

მიხეილ სააკაშვილი: “ალისა ჩემზე ნაწყენია…”

აღდგომა დღეს თავისი შვილის, ალისას შესახებ საუბრობს, კონკრეტულ ამბავს...

“აღდგომა დღეს მოგვეცა ყველაზე ნათელი იმედის ნიშანი, მშვიდობიან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი” – სალომე...

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, უნგრეთში ოპოზიციის გამარჯვების ინსპირაციით,...

“რამდენიმე გაფიქრება უნგრეთის არჩევნებზე…” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, პოლიტოლოგ გია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...