spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიTbilisi Newcomers-ის შოუქეისი 28-29 მაისს გაიმართება

Tbilisi Newcomers-ის შოუქეისი 28-29 მაისს გაიმართება

Tbilisi Newcomers-ის შოუქეისი 28-29 მაისს, იაკობ ნიკოლაძის N6-ში გაიმართება. პროექტი Tbilisi Open Air-ის ორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება. შოუქეისი 12:00 საათზე დაიწყება.

Newcomers Tbilisi Open Air-ის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ახალი ბენდებისა და მუსიკოსების აღმოჩენას. ასევე, ეხმარება ახალბედა ბენდებს იმიჯის შექმნასა და ტექნიკური უნარების გაუმჯობესებაში, ხოლო გამოცდილ მუსიკოსებს საშუალებას აძლევს, პუბლიკას თავიანთი ახალი ნამუშევრები წარუდგინონ.

Tbilisi Newcomers 2022-ზე 100-მდე განაცხადი შევიდა. შოუქეისისთვის 30-მდე ახალი პროექტი შეირჩა:

Wormhole, IKULI, Ly Sas, Kachli, Tongue Bite, ANIK, Plum Sauce, Igor Cutlr, Afshyna, MEME, ჟოლო, ოჩოს ქოხი, Goshawk, Faeywa, Dooda, Tomorrow Never Comes, Penrose, LJuniper, Process, Kin Chi Kat, Vassel & Rooby, vromj, RED და DER, პელარგონია/Pelargonia, K.A.I, The Generations, FE PROJECT, Unification, Francomorri.

შოუქეისზე ფინალისტები გამოვლინდებიან. ისინი ივნისში ფინალურ კონცერტში მიიღებენ მონაწილეობას. გამოვლინდება Best Newcomer 2022, რომელიც ფესტივალების Tbilisi Open Air-ისა და ROKVA-ს მთავარ სცენებზე დაუკრავს. Tbilisi Open Air 24 და 25 ივნისს, Singer Stage-ზე დამატებით ორ რჩეულ არტისტს უმასპინძლებს. ROKVA წლის ნიუქამერის გარდა, კიდევ ერთ პროექტს შეარჩევს სცენის დასათმობად.

ახალი ბენდებისა და მუსიკალური პროექტების აღმოჩენას Tbilisi Newcomers 2009 წლიდან ემსახურება. დაჯილდოება Tbilisi Open Air-ს ორგანიზატორებმა 13 წლის წინ შექმნეს.

Tbilisi Newcomers-ის გამარჯვებულები სხვადასხვა წელს იყვნენ LOUDspeakers, 4D Monster Lobsters, Lua, Bedford Falls, Mellow, Greenbeam & Leon.

Tbilisi Open Air 24, 25 და 26 ივნისს, უცვლელ მისამართზე – Lisi Wonderland-ში გაიმართება. ფესტივალის ჰედლაინერები არიან: alt-J, Okean Elzy, Cigarettes After Sex, Rhye, Molchat Doma, Ajja, Acid Pauli, Robag Wruhme, Konstantin, Bedford Falls, Konoba.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“ნარკომანიის და კრიმინალის ზეობის ხანაში სააკაშვილის ნულოვან ტოლერანტობაზე ვინც ღელავდით, ახლა ნახეთ კობახიძის ნულოვანი...

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ შედარება-მინიშნებებს აკეთებს,...

“ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, პაატა სალია, ნესტან ვერულაშვილი, გიორგი არევაძე, მარიამ წულაია – ეს...

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა ჭალიძემ, ტვ "პირველის" ეთერში, ემოციური შეფასებებით...

“ზარქუამ, არანაირი უკანდახევა არ იქნებაო… მართლაც უპრეცედენტო გმირობაა მისი მხრიდან!” –

ირაკლი ზარქუას პოზიციას, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით მიღებულ...